News, News, News...
ახალი ამბები "მადრიდის რეალი"-დან.
"მადრიდის რეალის" ყოფილმა გოლკიპერმა ეჟი დუდეკმა AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქება-დიდება არ დაიშურა "ბლანკოსების" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარის იკერ კასილასის მიმართ, შეგახსენებთ, რომ დუდეკი მუდამ სათადარიგო მეკარედ ითვლებოდა "სამეფო კლუბში", ვინაიდან ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯის ძირითადში ყოფნა არყოფნის საკითხი ეწვქვეშ არც შეიძლება დამდგარიყო.
" როცა "მადრიდის რეალში" გადავდიოდი ვიცოდი, რომ სათადარიგოთა სკამზე უნდა ვმჯდარიყავი. შესაბამისაც ვცდილობდი კლუბისთვის დახმარება სწორედ ამ მხრივ აღმომეჩინა. კასილასთან ჩვენ მუდამ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ის გასახდელის ნამდვილი ლიდერი და შესანიშნავი მეგობარია. იკერს არ ჭირდება ხმის ამაღლება საკუთარი სიტყვის სათქმელად. ის მოკლე და გასაგები ფრაზებით შემოიფარგლება. სწორედ ეს მოკლე ფრაზები აკეთებენ თავიანთ საქმეს. კასილასი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, მიღწეულზე არასდროს ჩერდება და მუდამ მოგებისთვის იბრძვის."-განაცხადა დუდეკმა.
როგორც გამომცემლობა Marca იუწყება, "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა არგენტინელი ფეხბურთელის ანხელ დი მარიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო.
საქმე იმაში გახლავთ რომ, რამოდენიმე დღის წინ ზემოთხსენებულმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად იმყოფება, განაცხადა, რომ "სამეფო გუნდის" მესვეურებისგან ჯამაგირის მომატებას ელის. მან ალალად აღნიშნო, რომ მას ასეთი პირობა სეზონის დასაწყისში მისცეს. "რეალის" ხელმძღვანელობას არ მოეწონა არამარტო მისი პრეტენზიები, არამედ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელმა ამაზე საჯაროდ ილაპარაკა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ დი მარია წლიური ანაზღაურების სახით 2 მლნ. ევროს იღებს. კლუბში მხოლოდ შვიდ ფეხბურთელს აქვს მასზე ნაკლები თანხა.
Marca იუწყება, რომ "სამეფო კლუბის" საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო კმაყოფილია პორტუგალიელი სპეციალისტის მუშაობით.
დი სტეფანო თვლის, რომ "ბლანკოსების" თავკაცის რანგში მოურინიო ბევრ წარმატებებს მიაღწევს.
"მოურინიო გამარჯვებულის სულითაა დაჯილდოებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველა მწვრთნელისთვისაა ეს დამახასიათებელი. როცა აგებენ, მაშინ ყველაზე მეტად დამნაშავე გუნდია. რაც შეეხება მოურინიოს, ჩემი აზრით, ის სწორ გზას ადგას. ჟოზე კარგ სამუშაოს ატარებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ის უდიდეს წარმატებას მიაღწევს."
"მადრიდის რეალის" ნახევარმცველმა გაასწრო ალექსის სანჩესს, ხავიერ პასტორეს, გარეტ ბეილსა და განსოს...
ნური შაჰინი, რომელიც "სამეფო კლუბის" პირველი შენაძენია მიმდინარე წელს, ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად დაასახელა. ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა გაუსწრო ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან სანჩესი, პასტორე, ბეილი, განსო და ა.შ.
"მადრიდის რეალის" ახალი ნახევარმცველი ფაქტიურად მიუწვდომელი იყო უახლოესი მდევრებისთვის, მან საერთო ჯამში 50%-ზე მეტი ხმა დააგროვა.
- 21 ივნისი 2011
- 3 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.