ვარანე ცალი ფეხით რეალშია
AS: "ლანსის" ცენტრალური მცველს, რაფაელ ვარანეს ერთი ნაბიჯი აშორებს "რეალამდე"..
მადრიდელები მზად არიან "ლანსს" 8-10 მილიონი ევრო გადაუხადონ 18 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ.მთავარი ფაქტორი ,რაც ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს უშლის, ფეხბურთელის დედაა,რომელსაც სურს,რომ მისი შვილი "პსჟ"-ში გადავიდეს და არა რეალში.
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკვე მრავალი გრანდის სამიზნეა.მადრიდის "რეალის" ფრანგი ლეგენდა და ამჟამად კლუბში მომუშავე ზინედინ ზიდანი ,კლუბის ფრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ურჩევს რაფაელის ყიდვას.
პერსპექტიულ ცენტრალურ მცველს, რომელიც "ჰაერის მოთამაშედ" ითვლება ( 1,91 მ. და 85 კგ. ),გასულ სეზონში საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი ჰქონდა , მან 21 მატჩის ჩატარება მოახერხა და 2 გოლის გაიტანაც შესძლო. თუ ეზიეკილ გარაი კლუბს დატოვებს, "რეალი" შეეცდება ფეხბურთელის შეძენას. თუ არგენტინელი კლუბში დარჩება, ფრანგი "კასტილიას" გააძლიერებს.

წყარო:real-fc.com
- 21 ივნისი 2011
- 2 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.