რუუდი კვლავ დაშავდა
სასიხარულოა, რომ 10 თვიანი პაუზის შემდეგ, გუნდს კვლავ დაუბრუნდა რუუდ ვან ნისტერლოი.ჰოლანდიელმა მოთამაშემ დაბრუნება გოლით აღნიშნა, მაგრამ ბურთის კარებში დარტყმის ეპიზოდში, მან ფეხი დაიზიანა.
დღეს "ვან გოლი" სამედიცინო ტესტს გაივლის, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რა სირთულის ტრამვა აწუხებს ფეხბურთელს: "ყველაფერი რიგზეა.მე ვოცნებობდი დაბრუნებას და როგორც იქნა გამოვედი მოედანზე.ძალიან გამიხარდა გოლის გატანა და ქომაგების მხურვალე მხარდაჭერა.მე მათ დიდი მადლობას ვუხდი.ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმისათვის, რომ მალე დავბრუნებულიყავი მოედანზე.სამწუხაროა, რომ გოლის გატანის ეპიზოდში ფეხი დამიზიანდა.ვიმედოვნებ, სამედიცინო შემოწმება დადებით პასუხს გამოიტანს და მეც გავაგრძელებ სრულ რეჟიმში ვარჯიშს.მინდა აღვნიშნო, რომ "რეალმა" კარგი მატჩი გამართა, რითაც გახარებული ვართ ყველანი."
- 21 სექტემბერი 2009
- 4 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.