"პიჩიჩის" მფლობელნი
მადრიდის "რეალი" - ეს არის გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც ყველაზე მეტჯერ აქვთ "პიჩიჩი" მოგებული. კრისტიანო რონალდომ გასულ სეზონში 41 (!) გოლი გაიტანა, დაამყარა "ლა ლიგის" რეკორდი და მოიგო როგორც "პიჩიჩი", ისე - "ოქროს ბუცი." "პიჩიჩის" რაოდენობის მხრივ "ბლანკოსის" შემდეგ სიაში ბილბაოს "ატლეტიკი" (12) და კატალონიის "ბარსელონაა" (11).
მანუელ ოლივარესი (1932-33) გახდა "ბლანკოსის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "პიჩიჩი" მოიგო. კრისტიანო რონალდო კი ჯერჯერობით არის ამ ჯილდოს მფლობელი ბოლო მადრიდელი.
როგორც უკვე მოგახსენეთ მადრიდის "რეალი" სიაში პირველ ადგილს იკავებს 25 "პიჩიჩით", მეორე "ატლეტიკია" (12), მესამეზე კი - "ბარსელონა" (11). მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს "პიჩიჩი" 10-ჯერ აქვთ მოპოვებული, "ვალენსიას" - 6, "რეალ ოვეიდოს" - 4, "სპორტინგსა" და "დეპორტივოს" - 3.
ალფრედო დი სტეფანო - ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის მანძილზე რეკორდული (5) პიჩიჩი აქვს მოპოვებული. 4-4 "პიჩიჩით" მას უგო სანჩესი და პუშკაში მოსდევენ. 2-ჯერ აქვთ ეს ჯილდო მოპოვებული რაულსა და ამანსიოს, ხოლო ერთხელ კი - ოლივარესს, პაინიოს, ხუანიტოს, ბუტრაგუენოს, ზამორანოს, რონალდოს, ნისტელროისა და კრისტიანო რონალდოს.
წყარო - RealMadrid.Com
- 19 ივნისი 2011
- 3 539
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.