დრენტე:"არ ვფიქრობ, რომ თავიდან მომიშორეს"

ჯერ კიდევ მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფმა როისტონ დრენტემ ჟურნალისტებთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- ახლა მადრიდში უნდა დაბრუნდეთ. ისაუბრეთ კლუბთან?

- არა, მე კიდევ ერთი წელი დამრჩა კონტრაქტის მიხედვით და არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს ხალხი. მე რეალის ფეხბურთელი ვარ რა მოხდება ამას მომავალში ვნახავთ.

- მოურინიოსთან ისაუბრეთ?

- არა, ყველაფერი ისედაც ნათელია, გუნდში ჩემი ადგილი არ არის. ერთადერთი ვისაც მდგომარეობის შეცვლა შეუძლია მე ვარ, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ უნდა ვცადო. წავალ თუ დავრჩები არ აქვს მნიშვნელობა, რეალი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. მათ შეიძინეს ახალი ფეხბურთელები და ჩემზე არ ფიქრობენ, ისინი იმას უყუებენ ვინ ჩაატარა კარგად სეზონი და მართალიც არის.

- გწყინთ, როდესაც ამბობენ, რომ რეალში თქვენი იმედი აღარ აქვს?

- ცოტა არ იყოს. არ აქვს მნიშვნელობა წავალ თუ დავრჩები გუნდის მიმართ წყენა არ მექნება, თუმცა ჩემს გაგდებას ვერავინ ვერ გაბედავს, რადგან კონტრაქტში 1 წელი დამრჩა და თუ ვინმე გამოისყიდის მას მაშინ სხვა კლუბში ვითამაშებ, თუ არა და მომიწევს რეალში თამაში. უნდა გავარკვიო რას აპირებენ, თუ გგონიათ მე ვარჯიშს შევწყვეტ ძალიან ცდებით, თუ საჭირო გახდა მარტოც დავდგები და ჩემთვის ვივარჯიშებ.

- მოურინიო თქვენ არც კი გასახელებთ...

- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მე რაც შემიძლია არის ჩემი თამაშით ვუპასუხო მას.

- საინტერესოა, მაგრამ თქვენს გარდა ყველას დაუძახეს...

- შესაძლოა ყველას დაავიწყდა დრენტე, მე ხომ მთელი სეზონი არ ვიყავი გუნდთან ერთად, თუმცა ამის გამოსწორება მხოლოდ მე შემიძლია.

- რას ემყარება თქვენი იმედები?

- მე მცირე იმედი მაქვს, რადგან ყოველთვის დღევანდელი დრით ვცხოვრობ. თუ რეალში არის ადგილი და მათ სურთ მე ვირიცხებოდე გუნდში, დიდი სიამოვნებით ვიქნები რეალის წევრი. არ ვფიქრობ, რომ თავიდან მომიშორეს. როცა წასვლის დრო მოვა ძალიან გამიჭირდება, თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი არ მინდა.

- ნანობთ მადრიდში გადასვლას?

- ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი და არც ახლა მიმაჩნია, რომ შევცდი არჩევანში. ერთადერთი რაც მეწყინა იყო ის, რომ მათ მომთხოვეს სხვა გუნდის მოძებნა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე.

- გუნდიდან წასვლაზე გიფიქრიათ?

- ჩემი თავის პატრონი თვითონ ვარ და ყოველ გადაწყვეტილებაზე პასუხს თვითონ ვაგებ, ამჟამად არ მსურს კლუბის დატოვება, მაგრამ თუ მომიწევს ნამდვილად დამწყდება გული.

- რამეზე ნანობთ?

- ყველამ იცის, რომ ძალიან ცუდი სეზონი მქონდა, ახლაც ვიცი რაც ხდება, შემიძლია დავიწყო იმის ძებნა ვინც არის დამნაშავე, თუმცა ამას არ ვიზამ. (არ ვიცი რა შუაში იყო ეს პასუხი ავტ.)

- ერკულესში შეგხვდნენ ოვაციებით, თუმცა ყველაფერი დასრულდა ცუდად...

- კლუბი ხელფასს არ მიხდიდა, ამიტომ მივედი იქ დაგვიანებით, ამის შემდეგ დამაჯარიმეს, მაგრამ ამის გადახდას იმიტომ არ ვაპირებდი, რომ მათ ჩემი ვალი ჰქონდათ. შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ თუ პროფესიონალი ხარ უხელფასოდაც შეიძლება თამაში, მაგრამ ეს ასე არ არის. რაც მოხდა უნდა მომხდარიყო...

- რატომ არის ძნელი კარგად თამაშის დაწყება?

- მთავარი ნდობა არის. რეალი ტყუილა უბრალოდ არავის ყიდულობს, ისინი შენ იმიტომ გიწვევენ, რომ იცი როგორ უნდა იმოქმედო ბურთით. და რაც შეეხება ამ კითხვას, წარმატებით იმიტომ ვერ იწყებ თამაშს, რომ სხვა რამეზე ფიქრობ და არა ფეხბურთზე.

- თქვენ შელახეთ საკუთარი რეპუტაცია?

- ამას ცდილობდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ძნელი მისაღწევია. მე მინახავს ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელის ცუდი საქციელი და შემიძლია მათი დასახელებაც, მაგრამ ამას იმიტომ არ ვიზამ, რომ ისინი თავიანთ შეცდომებზევე სწავლობდნენ.

- შეიცვლებოდით იმისათვის, რომ გუნდში დარჩეთ?

- რთულია, მე ხომ 3 წლის ბავშვი არ ვარ, მაგრამ არც დებილი ვარ. სამი შვილი მყავს და ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა არა. როდესაც პატივისცემით მეპყრობიან ვცდილობ, პასუხიც შესაბამისი გავცე.

  • SunSay
  • 18 ივნისი 2011
  • 2 761
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)