ლივერპული გაგოში 11.5 მილიონს იხდის
გაგოს დღეები მადრიდის რეალში დათვლილი რომ არის, ეს ყველამ იცის, უბრალოდ გასარკვევია სად გააგრძელებს არგენტინელი კარიერას, მის სამსახურით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის არის ლივერპულიც. "Daily Star"-ის ცნობით ნისლიანი ალბიონის ბინადრებს 11.5 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული ფერნანდოს გასაწითლებლად.
მასკერანოს ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, ლივერპულის ნახევარდაცვის ცენტრი საგრძნობლად შესუსტდა და მერსისაიდელები დიდი ხანია ამ ნაპრალის შევსებას უშედეგოდ ცდილობენ. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით ფერნანდო გაგო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც საგრძნობლად გააძლიერებს გუნდის საყრდენ ზონას.
"გაგოს სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რათა დაუბრუნდეს ოპტიმალურ ფორმას, მადრიდის რეალში კი დღეს ეს შეუძლებელია, ლივერპული კი შესანიშნავი ვარიანტია მისთვის." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
გაგოს სამსახურით აგრეთვე დაინტერესებულნი არიან: ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა და მანჩესტერ სიტი. არგენტინულ კლუბს არ აქვს იმის სახსრები, რომ ფეხბურთელი შეიძინოს და სავარაუდოდ ფერნანდოსაც კარიერის ევროპაში გაგრძელება ურჩევნია. "არწივები" და "ლურჯები" კი მის გაცვლას აპირებენ (პირველი მათგანი კოენტრაოში, მეორე ადებაიორში).
თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ ამერიკის თასის დასრულების შემდეგ გაესაუბრება მოურინიოს და გადაწყვეტს მომავალს.
- 18 ივნისი 2011
- 1 980
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.