მანსანომ "dead line" გამოაცხადა
მადრიდის ატლეტიკოს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება კუნ აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით, ამიტომ დედაქალაქელების ახალმა მწვრთნელმა მანსანომ დაასახელა რიცხვი, რომელიც იქნება ბოლო დღე შეთავაზების გასაკეთებლად, ამ დღის შემდეგ ათლეტები აღარ მიიღებენ არანაირ წინადადებას.
ე.წ. "dead line"-ად 4 ივლისი დასახელდა, ხოლო მინიმალური თანხა ფეხბურთელის შესაძენად 45 მლნ. ევროა. 23 წლის ფორვარდს კარიერის იუვენტუსში ან მადრიდის რეალში გაგრძელებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ჯერ არც ერთ კლუბს არ მიუმართავს ატლეტიკოს პრეზიდენტისათვის საქმიანი წინადადებით.
მწვრთნელმა კი განაცხადა: "4 ივლისს ვიწყებთ წინასასეზონო მზადებას, ამიტომ თუ რომელიმე კლუბს აგუეროს შეძენა სურს, ახლავე დაიწყოს ამაზე ფიქრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს სამმაგი ფასი დაედება და მისი შეძენა შეუძლებელი გახდება. შეკრებისას უნდა ვიცოდეთ, გვეყოლება თუ არა ჩვენ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შემცვლელის ძებნა უნდა დავიწყოთ და ამას დიდი დრო დასჭირდება."
შეგახსენებთ მადრიდის რეალის კონკურენტი არგენტინელი ფორვარდის შეძენაში, ტურინის იუვენტუსია, რომელსაც აგრეთვე გონსალო იგუაინის გადაბირებაც სურს.
- 18 ივნისი 2011
- 2 391
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.