მარსელომ მოურინიოს მადლობა გადაუხადა
მადრიდის რეალის მარცხენა მცველმა მარსელომ, ჟოზე მოურინიოსა და კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის, რომელიც მათ გამოხატეს მის მიმართ, მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მარსელომ სპეციალურად მოიმიზეზა ტრავმა შოტლანდიასთან ამხანაგური მატჩის გამოსატოვებლად.
სამშაბათს რეალმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება: "მადრიდის რეალს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი მარსელოს, რომლსაც არასამართლიანად დააბრალეს მატჩის ძალით გამოტოვება, ამ ყველაფერს ადასტურებს მარსელოსთვის ჩატარებული სამედიცინო შემოწმებაც."
მარსელომ, რომელიც ახლაც შვებულებაშია, არ დაიზარა და დაურეკა მოურინიოს, მწვრთნელს და კლუბს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის, ხოლო თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელისთვის რამის დაბრალება, კლუბის აგდებაა და ამიტომ ვალდებულნი იყვნენ ამგვარი განცხადება გაეკეთებიათ.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალში ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებები გამოჩნდა, მენესი დეტალურად არ აღწერდა ყველაფერს, თუმცა ეთანხმებოდა Sport TV-ს ვარაუდს, რომლის მიხედვითაც მარსელომ შეცდომით გააგზავნა e-mail შემდეგი შეტყობინებით ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელთან: "მე მოვაგვარე ეს პრობლემა." ჟურნალისტის აზრით მცველმა ტრავმა მოიმიზეზა და თავი აირიდა შოტლანდიის ნაკრებში თამაშისგან, ხოლო ეს წერილი არა მენესს არამედ ჟოზე მოურინიოს ეკუთვნოდა.
- 18 ივნისი 2011
- 2 416
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.