Iker Casillas - Golden Hands
იკერ კასილასი - ოქროს ხელები, თეთრი ლომი, სან იკერი, საუკეთესო მსოფლიოში. აღნიშნვას იმსახურებს ფაქტი, რომ გოლები გატანილი იკერის კარში იყო აუღებელი, მათი ხსნა შეუძლებელი იყო. თუ წარსულში დავბრუნდებით და თვალს გადავავლებთ იკერის მიერ წარმოდგენილ მატჩებს ნათლად დავინახავთ, რომ ის აღიარებს, გუნდი უკეთესობისაკენ გაიზარდა. წლევანდელი სეზონის მაგალითზე, კასილასისაგან ყველა ელოდა უფრო კარგ თამაშს იგივე "სევილიისა" ან თუნდაც "ვალენსიას" წინააღმდეგ, მაგრამ რატომღაც არავის სურს აღიაროს, რომ ამ შემთხვევებში დაცვა იყო უბრალოდ სუსტი. ეს - ყოველთვის არ არის მეკარის ბრალი, როცა გოლი გადის - ბოლოს და ბოლოს ბურთმა ათი ფეხბურთელი უნდა "გაიაროს", სანამ "კიპერამდე" მიაღწევს.
სხვადასხვა მატჩებში გუნდის 2-3 გოლისაგან ხსნისათვის იკერ კასილასმა გულშემატკივრებისაგან მიიღო წოდება "სან იკერი". გამოჩენილი მოთამაშეები იზრდებიან, ამას კი დიდი მნიშნვნელობა აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თმობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდებით, როცა ეს საჭიროა. ამ ადამიანმა გადაარჩინა ბევრი "სასიკვდილო" დარტყმა, ამის გამო ბევრი იკაწრავდა თავს ფიქრით: "ვერ წარმომიდგენია, ასეთი რა საცორება გააკეთა ამ ბიჭმა ?"
მადრიდის "რეალს" აქვს შთამბეჭდავი აღზრდის სისტემა მეკარისათვის. ჩვენ შევძელით გაგვეზარდა მსოფლიოს საუკეთესო "კიპერი". დიახ, ნოიერს, ჯულიო სეზარს, ლორისს, ვალდეს შეიძლება ქონდეთ კარგი სეზონი, მაგრამ ეს ყველაფერი დაფუძნებულია ახლანდელ ფორმაზე. მაგალითად, მარსელო ჯუნიროს ქონდა უკეთესი სეზონი, ვიდრე - რობერტო კარლოსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კარლოსზე უკეთესია ერთი სეზონის წარმატებისათვის.
კასილასი - შემნახველი, რომელსაც შეუძლია მატჩი ბედის შეცვლა. მას არ აძლევენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ტიტულს მხოლოდ იმის გამო, რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანია ან იმიტომ, რომ ის ოქროს ხელთათმანის მფლობელია - მას აძლევენ მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულს იმის გამო, რომ ის მართლაც საუკეთესოა. იმ დიადი ღვაწლის გამო, რაც იკერმა თავისი ძვირფასი გუნდისათვის, ქვეყნისათვის და საერთოდ მსოფლიო ფეხბურთისათვის გააკეთა ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას.
წყარო - Los Blancos Football Blog
- 17 ივნისი 2011
- 3 950
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.