რაულის მორიგი რეკორდი
რაულ გონსალეს ბლანკომ ითამაშა 523–ე მატჩი მადრიდის "რეალის" რიგებში და გააუმჯობესა მანოლო სანჩისის რეკორდი.
რაული აგრძელებს რეკორდების დამყარებას "რეალში". 523 ჩატარებული მატჩიდან რაულმა 493 მატჩი დაიწყო ძირითადში და გაიტანა 224 გოლი.
"სამეფო კლუბის" კაპიტანი 59–ე წუთზე შეცვალა ესტებან გრანერომ. რაულს ჰქონდა გოლის გატანის შანსი. კაკას დარტყმული ბურთი რენანმა უკუაგდო, მაგრამ რაულმა ვერ შეძლო გატანა.
რაული გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც პრიმერაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. მას მოჰყვებიან პაკო ბუიო და ეუსებიო საკრისტიანი. პირველ ადგილზე კი ანდონი სუბისარეტაა. მას 622 მატჩი აქვს ჩატარებული.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 21 სექტემბერი 2009
- 3 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.