ზიდანი "რეალს" ჰაზარდის ყიდვას ურჩევს
"ბლანკოსის" პრეზიდენტის მრჩეველი და სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესს ფრანგული "ლილიდან" ედენ ჰაზარდის შეძენას ურჩევს.
თავის ასაკში (20 წ.) ჰაზარდი გახდა ფრანგული პირველი ლიგის საუკეთესო მოთამაშე, მისმა გუნდმა "ლილმა" კი საფრანგეთის ჩემპიონობა და საფრანგეთის თასი მოიგო 2010-11 სეზონში.
"ჰაზარდი - ფეხბურთელი დაუჯერებელი ტალანტით, მას დიდი მომავალი აქვს და ვფიქრობ, რომ ფლორენტინო პერესი შეძლებს მის "გამადრიდისტებას" - ზიდანის კომენტარი ბელგიელ ფეხბურთელზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის ნაზარიო რონალდო და ზინედინ ზიდანი ეძებენ ტალანტებს მადრიდის "რეალისათვის", რონალდო - ბრაზილიაში, ზიზუ კი საფრანგეთში.
წყარო - Marca.Com
- 17 ივნისი 2011
- 2 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.