კასილასი: დაცვის თამაში მოწონებას იმსახურებს

ცნობილია, რომ იკერ კასილასს არ უყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა და კომენტარის გაკეთება კონკრეტულ თემაზე. დღეს ესპანელი გოლკიპერი დათანხმდა ჟურნალისტს ინტერვიუზე, მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია დაცვის დღევანდელი თამაშით და თუ ასე გაგრძელდა ,,ბლანკოსი” ძალიან ცოტა გოლს გაუშვებს.

,,ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და ძალიან კარგი გამარჯვება მოიპოვა, თითქოს მატჩი ძალიან წყნარ ტემპში მიდიოდა და რეალი ერთ გოლს დასჯერდებოდა, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ ჩემმა თანაგუნდელებმა აქტიურობა გამოიჩინეს და გატანილ ერთ გოლს 4-იც მიამატეს”.

,,ავღნიშნავ კარიმ ბენზემას და რუუდ ვან ნისტელროის თამაშს, ფრანგი ამ დღეების მანძილზე უხასიათოდ იყო და ფიქრობდა, რომ ჯერ ვერ გაიარა ადაპტაცია და სწორედ ამიტომ ვერ ითამაშა წინა მატჩში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გოლი მას ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება. რაც შეეხება ნისტელროის, ის მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ჰოლანდიელს თითქმის 1 წელი გაუცდა, ეხლა კი შევიდა მოედანზე და მაინც მოახერხა გოლის გატანა, ეს მართლაც აღსანიშნავი ფაქტია, რუდი თავისი საქმის ნამდვილი პროფესონალია”.

,,ძალიან კარგად ითამაშა დაცვამ, იდეალური ტანდემი შექმნეს რაულ ალბიოლმა და ეზიკელ გარაიმ, თუ ეს ფეხბურთელები კვლავ განაგრძობენ ასეთ თამაშს, მაშინ პირობას გაძლევთ ძალიან ცოტა გოლს გავუშვებ, დღევანდელ მატჩში ისინი შეუდარებლები იყვნენ. ასევე ავღნიშნავ სერხიო რამოსის დაბრუნებას, იგი დაბრუნდა და გამოადგება გუნდს, მოკლედ მთელი დაცვა ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მათი თამაში მოწონებას ნამდვილად იმსახურებს” - განაცხადა იკერმა.

  • Hala
  • 21 სექტემბერი 2009
  • 3 530
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (256)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)