ოზილმა ყველაზე მეტჯერ ითამაშა
მადრიდის ”რეალის” გამთამაშებელმა, მესუთ ოზილმა, მოედანზე ყველაზე მეტი წუთი დაჰყო იკერ კასილასის შემდეგ...
2010/2011 წლების სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა მესუთისთვის. მან დაიპყრო მადრიდული ინჩადას, გულები, გახდა გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ასევე გერმანიის ნაკრების უცვლელი წევრი.
ოზილმა პირველივე დღიდან დაიპყრო მოურინიოს გული და ლა ლიგის 38 ტურიდან, 36-ში მიიღო მონაწილეობა. მადრიდის ”რეალთან” ერთად კი მან მიაღწია, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს, მოიგო სამეფო თასი და პრიმერაში მეორე ადგილს დასჯერდა.
ამ სეზონში, მან 63 მატჩი გამართა და ამ მაჩვენებლით იკერ კასილასს მხოლოდ 1-ით ჩამორჩა, რომელმაც 64-ჯერ იასპარეზა.
წყარო:realmadrid.com
- 16 ივნისი 2011
- 2 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.