”რეალი” მზადაა ლასანას შეელიოს
მადრიდის ”რეალის” ხელმძღვალენობა უკვე ნამდვილად შეელევა ლასანა დიარას, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი გუნდიდან მოვა 20 მილიონიანი შემოთავაზება...
აღსანიშნავია, რომ ფრანგი საყრდენით, ძალიან ბევრი გრანდია დაინტერესებული და ასევე ლასის ყიდვა ”ფენერბახჩეს” 13 მილიონად სურს.
ჟოზე მოურინიო არ არის აღფრთოვანებული დიარას ასპარეზობით და ის თანახმაა, რომ კლუბმა გაყიდოს ფეხბურთელი. გასათვალისწინებელია, რომ თვითონ ლასანასაც აღარ სურს კლუბში დარჩენა, ვინაიდან მას არ ეძლევა სათამაშო დრო.
შესაძლებელია, რომ, კლუბმა, ლასანა დიარა, ფაბიო კოენტრაოს შეძენისთვის გამოიყენოს. ფლორენტინო პერესს სურს, ის 20 მილიონი, რომელსაც ლასანას სანაცვლოდ მიიღებს, ფაბიოს ტრანსფერში გამოიყენოს.
წყარო:marca.com
- 16 ივნისი 2011
- 2 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.