კაკა ”რეალში” რჩება
მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელის, რიკარდო კაკას, მამამ და აგენტმა, ბოსკო ლეიტემ განაცხადა, რომ თავისი შვილი მადრიდში გააგრძელებს კარიერას...
”ჩემი შვილი გუნდის შეცვლას არ აპირებს, რადგან მისი ოცნებაა, ტიტულების მოგება მადრიდის ”რეალთან” ერთად. როგორც მინიმუმ, მომავალი სეზონის ბოლომდე, ის სამეფო კლუბში იქნება” - აცხადებს აგენტი.
შეგახსენებთ, რომ რიკი ”რეალში” 2009 წელს გადმოვიდა და ძირითადად ტრავმებმა გატანჯა, როგორც ჩანს, მას კიდევ მიეცემა 1 წელი იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.
წყარო:GOAL.COM
- 14 ივნისი 2011
- 3 334
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.