"ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს აუცილებლად მოვიგებთ"
კრიშტიანო რონალდო მიწვეული იყო Cadena Cope-ში (ლისაბონში).
"იმედი მაქვს მადრიდის "რეალში" მოვახერხებ კლუბის ისტორიას, ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი შევმატო. სამეფო კლუბის გულშემატკივარი მონატრებულია ევროპულ ჯილდოს და ყველაფერს გავაკეთებ მათი გულების გასახარებლად."
"მომვალი სეზონისთვის უფრო დიდი მიზნები გვაქვს დასახული. კლუბის წამყვანი ფიგურა ჟოზე მოურინიოა. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გასულ სეზონში მუშაობისთვის. მასთან ერთად ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ტიტულების მოგებას, რადგან ამის პოტენციალი გვაქვს"
"მოურინიომ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. საუკეთესოები მაშინ ხდებიან, როდესაც თავიანთ სიტყვას ასრულებენ. ჟოზემ კი ეს შეძლო. მისი ყველა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობდა. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაზე და ახლა იმის იმედი აქვს, რომ თითოეული ფეხბურთელი მოუმატებს."
"სამეფო კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. აქ ერთადერთი მიზეზის გამო ჩამოვედი და ეს "ბარსელონაა". ამ ქალაქში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა. უკვე გავიცანი ხალხი და დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ კიდევ 10 წელი. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ შემოთავაზება "ბარსელონადან" და კიდევ რამოდენიმე გრანდიდან მქონდა, თუმცა "რეალი" ავირჩიე რადგან ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ და ფული ჩემზე გავლენას ვერასოდეს მოახდენს."
"როდესაც კლუბის ახალწვეულები გუნდს შეუერთდებიან, ჩვენ მათ გულთბილად დავხვდებით. კალეხონმა იცის ლა ლიგის გემო, ხოლო ორ თურქ ფეხბურთელს გავესაუბრებით და ესპანეთში არსებულ ვითარებას და თამაშის სტილს დაწვრილებით ავუხსნით."
"ჩემი აზრით, ადებაიორი გუნდს გამოადგება. მას და მარსელოს ძალიან დიდი დადებითი მუხტი შემოაქვთ გუნდში, რაც მნიშვნელოვანია."
"აგუერო და ნეიმარი გასაოცარი ფეხბურთელები არიან. კუნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ხოლო ნეომარი კი ამომავალი ვარსკვლავი. რაც შეეხება კოენტრაოს იგი ჩემი უახლოესი მეგობარია და მისი შესაძლებლობების იმედი ნამდვილად მაქვს. მოურინიო მას კაარგად იცნობს და დარწმუნებულია იმასი, რომ კოენტრაო სამეფო კლუბს გამოადგება."
- 14 ივნისი 2011
- 3 372
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.