4 თვიანი პაუზის შემდეგ სერხიო რამოსი დაბრუნდა
სერხიო რამოსმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა წლევანდელ სეზონში.
სევილიელმა მცველმა გამოტოვა სამი თვე მძიმე ტრავმის გამო. მას არც მოსამზადებელ ეტაპზე უვარჯიშია. ის ძირითად გუნდს 9 სექტემბერს შეუერთდა.
მანუელ პელეგრინიმ გადაწყვიტა "ხერესთან" მატჩში გამოეყვანა რამოსი მოედანზე. სერხიო მთელი ორი კვირის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა და ჩილელმა სპეციალისტმაც მისცა შანსი ეთამაშა.
მიუხედავად დიდი ხნის უთამაშებლობისა სერხიომ შესანიშნავად ითამაშა და ერთ–ერთი გამორჩეულიც იყო. მას პირველ ტაიმში გოლოს გატანის შანსიც ჰქონდა. კაკას ჩაწოდებულ კუთხურს მან თავი დაუხვედრა, მაგრამ რენანი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 21 სექტემბერი 2009
- 2 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.