ოზილი ”მანჩესტერში” არ გადავა
”მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არის დაინტერესებული, სამეფო კლუბის, თურქი, ფეხბურთელის, მესუთ ოზილის შეძენით. წითელი ეშმაკების მესვეურებმა მიმართეს ”რეალს” წინადადებით, თუმცა, მადრიდული კლუბი არ აპირებს მესუთის გაყიდვას...
ფეხბურთელის აგენტმა, ფაზელიმ, მოკლედ და კონკრეტულად განაცხადა: ”მესუთი ბედნიერია ”რეალში” და არსად გადასვლას არ აპირებს”.
ასე, რომ, სერ ალექს ფერგიუსონმა მტკიცე უარი მიიღო ოზილისგან, რომელიც 1 წელია ირიცხება მადრიდის ”რეალში” და აღსანიშნავია, რომ მან პირველივე სეზონში აჩვენა თავისი კლასი. შეგახსენებთ, რომ ”თეთრებმა” თურქ-გერმანელი, ”ვერდერიდან” 15 მილიონად იყიდეს, მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალის შემდეგ, სადაც ოზილმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
წყარო:marca.com
- 13 ივნისი 2011
- 2 673
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.