"რეალი" აღარ ინტერესდება პასტორეს შეძენით
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან მოყოლებული დღემდე, ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა "პალერმოელი" პასტორეს შეძენას ცდილობს...
სახელდებოდა თანხაც, რომელიც მეტად არარეალური იყო. 40-45 მილიონი ევრო, ამხელა გასავალი მადრიდელთა "ჯიბიდან" მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ფეხბურთელი კაშკაშა ვარსკვლავია. გამომდინარე აქედან ეს თანხა ძალიან იყო რეალობას მოკლებული.
სეზონის შუაში, როდესაც კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი დამტვრეულები იყვნენ, მოურინიო დილემის წინაშე დადგა, მას წინახაზელი არ ჰყავდა, რომელიც გოლების გატანას მოახერხებდა, სწორედ მაშინ დაიწყო არგენტინელ ფორვარდზე საუბარი, მაგრამ იტალიელებმა უარი განაცხადეს და მოლაპარაკებებიც ჩიხში შევიდა, პერესმა კი ემანუელ ადებაიორის იჯარით აყვანა არჩია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით "ბლანკოსი" აღარ აპირებს პასტორესთან დაკავშირებით რაიმე მოლაპარაკებების წამოწყებას, რადგან ესპანურ გიგანტს სხვა გეგმები აქვს. ჟოზე მოურინიოს წინა ხაზში კუნ აგუეროს ან კარლოს ტევესის დამატება სურს.
სამეფო კლუბისთვის პასტორეს საკითხი დახურულია, არგენტინელი ფორვარდი მადრიდულ ფორმას ვეღარ მოირგებს.
- 12 ივნისი 2011
- 2 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.