ლეონი შესაძლოა ხეტაფეში დაბრუნდეს
მოგეხსენებათ, შარშანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალმა" იაქტიურა და რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის იყო ახალგაზრდა იმედისმომცემი პედრო ლეონი, რომელიც "ბლანკოსს" ხეტაფეს დატოვების შემდეგ შუეერთდა...
ახალგაზრდა ესპანელზე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ გაცემული ავანსები ნამდვილად ვერ გამართლა. ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივად მიდის დავა, ბევრი ექსპერტის და კრიტიკოსის აზრით ლეონის განუვითარებლობა ჟოზე მოურინიოს ბრალია, რადგან ახალგაზრდა ესპანელს სათამაშო დრო მხოლოდ სეზონის სტარტზე მიეცა, მეორე ნახევარი კი ფაქტიურად მუდამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ამასთან ერთად ისიც აღსანიშნავია, რომ მას რამდენჯერმე მოუვიდა კომპლიქტი მთავარ მწვრთნელთან.
ესპანეთში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პედროს "რეალში" თამაში აღარ სურს და ახალ კლუბს ეძებს, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა იქნება. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ნახევარმცველი შესაძლოა კვლავ ძველ კლუბში, ასევე მადრიდულ "ხეტაფეში" დაბრუნდეს, სადაც იგი სულ რაღაც ერთი წლის წინ, ძალიან იმედისმომცემ, პერსპექტიულ და ესპანური ფეხბურთის მომავალ კაშკაშა ვარსკვლავად ითვლებოდა.
- 12 ივნისი 2011
- 1 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.