მადრიდის "რეალი" 17 წლის თურქი მცველის ყიდვას აპირებს

მადრიდის "რეალი" 17 წლის თურქი მცველის ყიდვას აპირებს

კობანი "რეალში" გადმოსვლის შემთხვევაში, "კასტილიაში" ითამაშებს.

მეტე სერდარ კობანი – მარცხენა მცველი, ითვლება ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად. "მადრიდის რეალი" მის გადმობირებას სრულიად უფასოდ აპირებს. სერდარი ითამაშებს "კასტილიაში", მაგრამ მას ხშირად ვიხილავთ პირველ გუნდში.

ფეხბურთელმა 4 წელი დაჰყო "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში და ჟოზე მოურინიომ მისი შესაძლებლობები კარგად იცის. მეტე არის ძლიერი და გააჩნია კარგი ტექნიკა.
სტილით იგი შეიძლება მარსელოს და კოენტრაოს მივამსგავსოთ. ამ ფეხბურთელისთვის ასევე იბრძვიან "ჩელსი", "ატლეტიკო" და "გალათასარაი". მოურინიოს "ინტერში" ყოფნის დროს ძალიან ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული ამ ფეხბურთელით, მაგრამ "განსაკუთრებულმა" ისინი უარით გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის ოფიციალურად შეურთდება "ბლანკოსს". ის იქნება რიგით მე–4 თურქი "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში (ოზილი, ალტინტოპი, შაჰინი).

"მე მინდა ვითამაშო "სამეფო კლუბში", – თქვა მეტემ, რომელმაც უკვე მოასწრო სანტიაგო ბერნაბეუზე სურათის გადაღება.
ასევე საინტერესოა ისიც, რომ თურქულ ვიკიპედიაზე სერდარი უკვე "ბლანკოსის" წევრად არის მოხსენიებული.

ესეც პატარა ვიდეო მის შესახებ:



წყარო: marca

  • maxxara
  • 11 ივნისი 2011
  • 2 807
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)