"რეალი" ნეიმარის შეძენას და "სანტოსში" ერთი წლით დატოვებას გეგმავს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა აპირებს "სანტოსის" თავდასხმელის ნეიმარის შეძენას უკვე ამ ზაფხულს, აცხადებს მარკა.
მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბის" სამწვრთნელო შტაბი ვერ ხედავს ნეიმარს მომავალ წელს "სამეფო კლუბში" და გუნდი ფეხბურთელს იგივე "სანტოსში" ერთწლიანი იჯარით დატოვებს.თანაც, ამ ყველაფრის გაკეთებას "რეალი" რაც შეიძლება მალე გეგმავს,რადგან ნიჭიერი ფეხბურთელით ბევრი კლუბი ინტერესდება. მაგალითად, "ჩელსიმ" ამ დღეებში მასში "სანტოსს" 35 მილიონი შესთავაზა. ამიტომაც "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს სურს ეს ტრანსფერი უკვე ამერიკის თასის გათამაშების დაწყებამდე გაჩარხოს.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 11 ივნისი 2011
- 2 600
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.