ფაბრიკის პიჩიჩები
კასტილია: მორატა და ხოსელუ (14-14 გოლი თითოეულს)
ისინი მხოლოდ 18 წლისანი არიან და უკვე "მადრიდის რეალის" ფაბრიკის თვალსაჩინო წარმომადგენლები გახდნენ. მორატა ნამდვილი "მკვლელია" წინა ხაზზე, მას უკვე ქონდა დებიუტი ძირითად გუნდში და არც თუ ისე ცუდად ჩაერთო თამაშში. წინა სეზონში ის "მადრიდის რეალის" მესამე გუნდის ბომბარდირი იყო, ამავდროულად თამაშობდა Juvenil A-ში ვისთან ერთადაც მოიგო ლიგა და ჩემპიონთა თასი. მიმდინარე სეზონში გატანილი 14 გოლით კი ის თავის ჯგუფში ერთ-ერთი ბომბარდირია. ხოსელუ-კიდევ ერთი უნიჭიერესი კასტილიელი. მასაც მორატას მსგავსად ქონდა დებიუტი ძირითად გუნდში და ის გოლითაც კი აღნიშნა. მისმა ტალანტმა, ძალამ და დიდმა მონდომებამ მისცა მას საშუალება გამხდარიყო კასტილიას უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რაც ხოსელუს მიერ გატანილი 14 გოლითაც გამოხატება.
"რეალ მადრიდ ც" - ოსკარ პლანო (12 გოლი)
ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გოლის გატანაზეა კონცენტრირებული.ის 11 წლამდელთა ნაკრებს 2002 წელს შეუერთდა, მას შემდეგ პროგრესირებს, გამოიარა ყველა ასაკობრივი ჯგუფი, ამჟამად კი თავისი თავდაუზოგავი შრომის წყალობით "მადრიდის რეალის" მესამე გუნდის ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია.
Juvenil A- ხესე და რუბენ სობრინო (17-17 გოლი)
"მადრიდის რეალის" ასაკობრივ გუნდებში გატარებული 4 წლის მანძილზე ხესემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გოლის გატანის არაჩვეულებრივი ალღო აქვს. ის ნიჭით აღსავსე ფეხბურთელია, რომელსაც 18 წლისას დებიუტი ქონდა კასტილიაში და ამავე ასაკში იყო ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების წევრი. მისმა თანაგუნდელმა რუბენ სობრინომაც მიმდინარე სეზონში თავისი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა, ორივე მათგანის ანგარიშზე 17-17 გატანილი გოლია.
Juvenil B- რაულ დე ტომასი (27 გოლი)
ახალგაზრდასთვის შესანიშნავი შედეგია-არა? ეს ბომბდამშენი "მადრიდის რეალის" ფაბრიკას 2004 წელს შეუერთდა. მისმა თავდაუზოგავმა შრომამ და მონდომებას ის არამარტო "ბლანკოსების" შეუცვლელი ფიგურა გახადა, არამედ ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრების წამყვან მოთამაშედ აქცია. Juvenil B-მ ჩემპიონობა 10 აპრილს იზეიმა. ეს ასაკობრივი ნაკრებში ჯგუში 91 გატანილი გოლით საუკეთესო იყო. ამ 91-დან 27 რაულ დე ტომასის ანგარიშზეა.
Juvenil C- კრისტიან ბენავენტე (14 გოლი)
ეს ნახევარმცველი შეიძლება დავახასიათოთ , როგორც "გოლის გატანაზე დაგეშილი". ესპანელ-პერუელ კრისტიან ბენავენტეს შესანიშნავი სეზონი ქონდა საკუთარ ასაკობრივ გუნდში, რომელთან ერთადაც მოიგი ჩემპიონის ტიტული, ხოლო თავის მხრივ კრისტიანმა კი მისი თანაგუნდელების მიერ გატანილი 69 გოლს ზედ 14 დაურთო.
Cadete A- მარკოს ლეგასი (29 გოლი)
ლეგასი "კადეტ ა"-ს სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა. მის მიერ გატანილი 29 გოლი არაა სახუმრო შედეგი, ამას თუ დავუმატებთ მარკოსის მიერ მიმდინარე სეზონში "კადეტ ც"-ში გატანილ 7 გოლს ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. მან აქ მოსვლის პირველივე დღიდან დაამტკიცა , რომ მასზე გაცემული ავანსების გამართლება შეუძლია.
Cadet B-ხოსე ანხელ პოსო (34 გოლი)
ის თავისი გუნდის კაპიტანია , რომელიც საკუთარ მოვალეობებს ბრწყინვალედ ართმევს თავს. სამი წელია, რაც ფაბრიკაშია და ყველას დაანახა, რომ შეუძლია მეტოქეები მწყობრიდან გამოიყვანოს. მის მიერ გატანილი 34 გოლი დაეხმარა ნაკრებს ჩემპიონობის მოპოვებაში.
Infantil A-ბორხა და ანტონიო (24-24 გოლი)
24-24 გატანილი გოლი ამ ორ ფეხბურთელს ყველაზე საშიშთა კატეგორიაში აქცევს. ანტონიომ, როგორც არავინ იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საკუთარი სიმაღლე და სისწრაფე. ამ ჩვევებს დამატებული მისი ტექნიკური შესაძლებლობები და ის ნამდვილი ღამოს კოშმარად იქცევა მცველებისთვის. ბორხასთვის დამახასიათებელია ელეგანტურობა და თამაშის ხედვის სიმარტივე. მას ბრწყინვალედ შეუძლია მოედანზე თავისუფალი სივრცეების მოძებნა, შესაბამისად ის ბრწყინვალე ასისტენტიცაა.
Infantil B-ოსკარ როდრიგესი (21 გოლი)
El toledano, 13 წლის, საკუთარ გუნდთან ერთად მიმდინარე სეზონი 17 მოგებით, 8 ფრით და ერთი მარცხით დაასრულა. ის ნამდვილი ლიდერი იყო, როგორც კაპიტანი და არც გატანილი გოლების მხრივ შეურცხვენია თავი. მის ანგარიშზე წელს 21 გოლია. ოსკარმა დაამტკიცა, რომ კარგი ტექნიკური მონაცემები გააჩნია.
Alevín A-ისმაელი (23 გოლი)
მის გუნდთან ერთად შესანიშნავი სეზონი ქონდა, მათ მხოლოდ ორი შეხვედრა დათმეს მიმდინარე სეზონში. თავად კი 23-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა და მეტოქის მეკარეების დამწუხრება.
Alevín B ალექსანდრუ (16 გოლი)
მირკეა ალექსანდრუ ტირლეა ნამდვილი კოშმარია მეტოქე გუნდის მცველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 11 წლისააა, მისი ბურთთან მოპყრობა და ბურთის ფლობა ბრწყინვალე პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 26 თამაშში მან 16-ჯერ მოახერხა თანაგუნდელების და საკუთარი გულშემატკივრების გახარება.
Benjamin A: ადრიანი (38 გოლი)
38 გატანილი გოლით, ადრიან პელაეს სან ხოსემ საკუთარი გუნდი ჩემპიონობას აწია. ადრიანმა ჩატარებული სეზონის მიხედვით ყველას დაანახა, რომ ის "მებრძოლი თავდამსხმელია". მისმა მონდომებამ , გარჯამ შედეგი გამოიღო, მან და სხვა მისმა თანაგუნდელებმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 თამაშში, არც მეტი არც ნაკლები ,180 გოლის გატანა მოახერხეს, საიდანაც 38 ადრიანის სინდისზეა,
Benjamin B: რიჩი (40 გოლი)
ბოლოს კი ნამდვილი "დაქირავებული მკვლელით" დავასრულოთ. რიკარდო პოვედანო გონსალესი , Benjamin B-ს ნახევარმცველი, რომელმაც მოახერხა და მისი კუმირის კრიშტიანო რონალდუს მიღწევა გაიმეორა, გაიტანა რა 40 გოლი.
- 11 ივნისი 2011
- 2 144
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.