ადებაიორი: "31 წლის ასაკში კარიერას დავასრულებ"
ამჟამინდელმა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა განაცხადა, რომ როდესაც იგი გახდება 31 წლის, ის თავის საფეხბურთო კარიერის დაასრულებს.
"უახლოეს მომავალში კარიერის დამთავრებას ვგეგმავ. სავარაუდოდ 31 წლის ასაკში დავასრულებ ჩემს საფეხბურთო კარიერას. ხოლო შემდგომში მე ვაპირებ აფრიკაში დაბრუნებას და შვილებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენას."
"რაც შეეხება იმ პერიოდს როდესაც მე "არსენალში" ვთამაშობდი, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მე "არსენალთან" ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. იძულებული ვიყავი დამეტოვებინა "არსენალი" რადგან როგორც ფეხბურთელს მესაჭიროებოდა მეტი ინდივიდუალური პრაქტიკის განვითარება. დღესდღეობით მე "არსენალის" რამდენიმე ფეხბურთელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს."
ასევე ფეხბურთელმა ხუმრობით განაცხადა: "მე ახლახან შევიძინე სახლი, მაგრამ მე მიყვარს სახლების შენება".
ინფორმაციის წყარო: goal.com
- 11 ივნისი 2011
- 2 838
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.