"რეალმა" "ხერესი" გაანადგურა
მანუელ პელეგრინის შეგირდებმა მიწასთან გაასწორეს პრიმერას დებიუტანტი.
პირველი გოლი გავიდა მატჩის 50–ე წამზე. კრისტიანო რონალდომ რენანის კარის მარცხენა კუთხე დალაშქრა. გოლის შემდეგ თამაში დაწყნარდა. პირველს არ სურდა, მეორე ცდილობდა. "ხერესი" ცდილობდა კონტრშეტევების განხორციელებას, ხოლო "სამეფო კლუბი" მეტოქის საჯარიმოში ათამაშებდა ბურთს. მადრიდელი ფეხბურთელები უკვე "ვილიარეალთან" მატჩზე ფიქრობდნენ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება "ელ მადრიგალზე".
მეორე ტაიმი იმავე ტემპში მიმდინარეობდა, სანამ "რეალმა" არ გაიტანა მეორე გოლი. თავი ისევ რონალდომ გამოიჩინა. მან გრანეროს ჩამოწოდებულ კუთხურს თავი დაუხვედრა და გადაგზავნა ბურთი "ხერესის" კარში. გოლის შემდეგ პრიმერას დებიუტანტი მოეშვა. გუტიმ 78–ე წუთზე გაიტანა მესამე გოლი. ოთხი წუთის შემდეგ პრიმერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ქარიმ ბენზემამ. მეხუთე გოლი კი იმ ადამიანმა გაიტანა, რომლისგანაც ბევრი ელოდა ამას.
რუუდ ვან ნისტელროი მოედანზე გამოვიდა ფაქტიურად ერთი წლის შემდეგ. ჰოლანდიელ ფორვარდს არ დაუკარგავს საგოლე ალღო. "ვან გოლს" დასჭირდა ცხრა წუთი, რათა ისევ გაეხარებინა მადრიდელი გულშემატკივარი მორიგი გოლით. რუუდმა დებიუტი გოლით აღნიშნა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა – 5:0.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 21 სექტემბერი 2009
- 3 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.