"მადრიდში დარჩენა მსურს"
კაკა დაჟინებით იმეორებს, რომ მადრიდის "რეალში" დარჩენა და თავისი მაქსიმალურის ჩვენება სურს.
"ვიცი, რომ გულშემატკივრებისა და პრესის იმედები ვერ გავამართლე. ჩემი დიდი სურვილია - შემდეგი წლის გაცილებით უკეთ ჩატარება მადრიდის "რეალში." ყველაზე მთავარი ნდობის ფაქტორია. იმ მომენტიდან, როდესაც ვიგრძნობ, რომ მწვრთნელი მენდობა, დარწმუნებული ვარ, რეგულარულად ავთამაშდები." - განაცხადა კაკამ.
"ამ ორი წლის განმავლობაში, ჩემს საუკეთესო ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, რაც ჩემი ბრალია, მაგრამ მოურინიო მართლაც ბევრს მეხმარება."
"ამბობენ, რომ მოურინიოს ჩემი მადრიდში დატოვება არ სურს, მაგრამ ეს სიცრუეა. ის ყოველთვის პატიოსანია, თავდაჯერებული თავის გადაწყვეტილებაში. მე მხოლოდ მადლიერი შემიძლია ვიყო."
"ჩემი სურვილია - გავაგრძელო თამაში მადრიდის "რეალში." ბრაზილიაში წასვლამდე, მოურინიომ მითხრა, რომ კარგად დამესვენა. ვიცი, ბევრი ჭორი და თეორია დაიწერება, რადგან მადრიდში გადმოსვლის დღიდან მე უკვე 10 სხვადასხვა გუნდთან მაკავშირებდნენ."
"მაგრამ მე "რეალში" მსურს თამაშის გაგრძელება და გავაგრძელებ კიდეც."
წყარო: Www.Defensacentral.Com
- 11 ივნისი 2011
- 2 029
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.