ნაპოლის ხელმძღვანელობას გარაის შეძენა სურს
იტალიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდელი ეზეკილ გარაის შეძენით და ამისათვის 8 მილიონი ევრო აქვს გამზადებული...
Corriere Dello Sport-ზე დაყრდნობით იტალიელთა ხელმძღვანელობა მზად არის მადრიდში ჩასაფრენად და მოლაპარაკებების საწარმოებლად, ახლა ჯერი მადრიდელებზეა. გავრცელებული ინფორმაციით ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ კულუარული ინფორმაციით ნაპოლის გენერალური დირექტორი უახლოს მომავალში გეგმავს ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტს.
ასევე ცნობილია, რომ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში იტალიელები 1 წლიან იჯარაზეც იქნებიან თანახმა, რაც მოურინიოსთვის ალბათ უფრო ხელსაყრელი უნდა გახდეს გამომდინარე იქედან, რომ არგენტინელ მცველს მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეცემა და შესაძლებლობებს უკეთესად წარმოაჩენს.
- 9 ივნისი 2011
- 1 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.