"ბენფიკა" კოენტრაოს "კბილებით" იცავს
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი დაინტერესებულია პორტუგალიელი "ბენფიკას" მარცხენა მცველის, კოენტრაოს შეძენით, რომელსაც აშკარად სურს ესპანეთში თამაში და ამას ღიად აცხადებს.
ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელობის აზრით მადრიდელები არალეგალურად და არასწორი გზებით ცდილობენ ფაბიოს შეცდენას და მადრიდში გადაყვანას. პორტუგალიელთა განცხადებით კოენტრაოს არ აქვს უფლება კლუბის ინტერესის გარეშე იმოქმედოს, იგი კი არ მალავს "ბლანკოსში" გადასვლის სურვილს, ეს გუნდის მწვრთნელს სიტუაციას ურთულებს და საერთო არეულობას იწვევს.
ადმინისტრაციის განცხადებით "ბენფიკა" ყველაფერს გააკეთებს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად და ფლორენტინო პერესს არ მისცემს იმის უფლებას, რომ არასამართლიანი გზებით მოახერხოს ტრანსფერის გაჩარხვა.
- 9 ივნისი 2011
- 2 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.