კაკა: "კლუბის შეცვლას არ ვაპირებ"

კაკამ ისაუბრა გამომცემლობა 'Jornal da Tarde', ბრაზილიელმა შეაჯამა გასული სეზონი, რომელიც მის კარიერაში ყველაზე რთული და წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად ამისა რიკი არ აპირებს რეალის დატოვებას და სურს ძველებური ფორმა აღიდგინოს.

"პერსონალურად ჩემთვის სეზონი წარმტებული ნამდვილად არ ყოფილა, კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი მედგა. კოლექტიური თვალსაზრისით კი - ცუდი შედეგი ნამდვილად არ გვქონია, რადგან მოვიგეთ სამეფო თასი ბარსელონასთან დაპირისპირებაში, მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს და ლა ლიგაში დავიკავეთ მეორე ადგილი. მართალია ეს ისეთი გუნდისათვის, როგორიც მადრიდის რეალია საკმარისი არ არის, მაგრამ ურიგო შედეგით უკმაყოფილონი არ ვართ. პირადად ჩემთვის კი მართლაც დრამატული სეზონი იყო, იანვრამდე ტრავმირებული ვიყავი, მარტში ისევ "დავიმტვერი" და ფაქტიურად მხოლოდ ბოლო 2 თვე ვითამაშე."

"ოპერაციის გაკეთება არ მსურდა, მაგრამ ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე ნათელი იყო, რომ ექიმის ლანცეტს ვერ გადავურჩებოდი. მუნდიალის დასრულების შემდეგ კი წავედი ამერიკაში, სადაც რამდენიმე ექიმთან გავიარე კონსულტაცია და ყველა მათგანმა ოპერაციის გაკეთება მირჩია, შემდეგ ბელგიაში წავედი, სადაც ჩემი ძმა მკურნალობდა, იქაც იგივე პასუხი მივიღე და ამ ყველაფრის შემდეგ მივიღე ეს მძიმე გადაწყვეტილება. საბედნიეროდ ახლა არანაირი პრობლემა აღარ მაწუხებს და 100%-ით მზად ვარ სათამაშოდ."

"როდესაც ასეთ სერიოზულ ტრავმას იღებ, ყველაზე მეტად ფეხბურთელის ფსიქიკა ზიანდება, რადგან არ იცი როდის დაბრუნდები ან გამოგიცხადებს თუ არა მწვრთნელი ნდობას. მოურინიოს და მთელ სამწვრთნელო შტაბს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭრისათვის, ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ და გვერდში მედგნენ. თამაშთან ერთად თავდაჯერებულობაც მოვა, ზოგ მატჩში ბრწყინვალედ გამოვიყურებდი, ზოგი კი ჩავაგდე, დარწმუნებული ვარ მალე ფსიქოლოგიურად მოვძლიერდები და დავიბრუნებ სტაბილურობას."

"ვიმედოვნებ მომავალ სეზონში მოვახერხებ ფორმის აღდგენას და ისევ ძველ კაკას იხილავთ. იმედი მაქვს მთელ სეზონს ერთი ამოსუნთქვით ჩავატარებ და ტრავმასაც არ მივიღებ."

"პრესაში ვრცელდება ინფორმაცია ჩემი წასვლის შესახებ, თუმცა აზრი ჩემთვის არავის უკითხავს. თავს რეალში მშვენივრად ვგრძნობ და ახლა უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. იმედი მაქვს მწვრთნელის ნდობას მოვიპოვებ და გუნდისთვის მნიშვნელოვან სამუშაოს გავწევ. აგრეთვე "ჭორაობენ" იმის შესახებაც, რომ მოურინიოს მე გუნდში არ ვჭირდები, თუმცა ამ ფაქტს ვერ დავადასტურებ, რადგან იგი ყოველთვის მამხნევებდა და შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან."

"ჩემი სურვილია გუნდში დავრჩე და გავაგრძელო კარიერა რეალში. მას შემდეგ რაც მადრიდში გადმოვბარგდი დაიწყო სპეკულაციები იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შეძენა სხვადასხვა გუნდებს სურთ, თუმცა აქ თავს ბრწყინვლედ ვგრძნობ და რაც მთავარია მწვრთნელი ნდობას მიცხადებს. მოურინიომ მითხრა არდადეგები მშვიდად გამეტარებია და წინასასეზონო შეკრებისათვის მოვმზადებულიყავი."

"მომავალი სეზონის გამოწვევა იქნება დავუბრუნდე თამაშის იმ დონეს, რომელსაც მილანში ვაჩვენებდი. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია გავაკეთო ის რასაც ჩემგან მოითხოვენ.

  • SunSay
  • 8 ივნისი 2011
  • 3 889
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)