ნეიმარი სულ უფრო უახლოვდება "რეალს"
როგორც უცხოური წყაროები იტყობინება, "თეთრების" პრეზიდენტის - პერესის ოცნებაა ნეიმარის ბლანკოსში ხილვა. ფლორენტინო კი, ფეხბურთელების გადმობირებაში ერთერთი საუკეთესო სპეციალისტია.
დღეს დილით, პოპულარულმა საიტმა - As-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნეიმარის აგენტი საუბრობს, რომ ჯერჯერობით, რეალის ხელმძღვანელობასთან არ ჰქონია კონტაქტი. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, marca-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც უარყოფილია ეს სიტყვები და წერია, რომ რეალის ხელმძღვანელები აქტიურად ცდილობენ ამ ტრანსფერის გაჩარხებას.
აგრეთვე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს, ერთერთმა პოპულარულმა, კატალონიურმა საიტმა, გაავრცელა ინფორმაცია, ხოსე ანხელ სანჩესის და რონალდოს, SMS მიმოწერის შესახებ, სადაც "ბლანკოსის" გენერალური დირექტორი ექსფეხბურთელს წერს, რომ რაც შეიძლება მალე დააჩქაროს ამ ტრანსფერის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ "ფენომენია" ამ ტრანსფერის ერთერთი მთავარი ინიციატორი. ის გაოცებულია ნეიმარის ტალანტით და თავის პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ვუნდერკინდს თავისი მემკვიდრე უწოდა.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ შარშან, ლონდონის "ჩელსის" პრეზიდენტი - აბრამოვიჩი, ნეიმარის სანაცვლოდ 35 მილიონს იხდიდა, თუმცა მაშინ "სანტოსის" ხელმძღვანელობამ რუსი მილიონერი უარით გაისტუმრა. დღესდღეობით ბრაზილიელი ვუნდერკინდის სატრანსფერო ფასი 45 მილიონს შეადგენს.
- 8 ივნისი 2011
- 4 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.