ყველაფერი მხოლოდ წინაა !!

ყველაფერი მხოლოდ წინაა !!


სანამ მადრიდის "რეალს" შეურთდებოდა, რიკარდო კაკა იყო ადამიანი, რომელიც სამეფო კლუბის აუხდენელ ოცნებად ითვლებოდა

ფეხბურთელი, რომელსაც ჰქონდა ყველა ის თვისება,რასაც მადრიდში აფასებდნენ და ოცნებობდნენ: საოცარი სისწრაფე,მოედნის ხედვა,უზუსტესი და უძლიერესი დარტყმა, ულამაზესი პასები და რაც ყველაზე მთავარია ,იგი მოედანზე თამაშობდა გონებით! კაკა არაერთხელ შეუდარებიათ მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველსა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ზინედინ ზიდანს..

კაკას შეძენით მადრიდის "რეალმა" ნახევარდაცვაში სიცარიელე ისეთი ტალანტით ამოავსო, როგორიც "სანტიაგო ბერნაბეუს" ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ არ უნახავს. ფრანგი სამეფო კლუბის მთავარი დირიჟორი იყო და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მისმა დიდი ფეხბურთიდან წასვლამ გუნდში პანიკა გამოიწვია. არავითარი ფანტაზია, არავითარი მრავალფეროვნება... თამაში ნელ–ნელა ერთფეროვანი ხდებოდა.

მადრიდისტებს, ისევე როგორც თითქმის მთელ მსოფლიოს, ზიდანი ერთ–ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთელად მიაჩნიათ, რომელსაც ოდესმე თეთრი მაისური მოურგია. ცოცხალი ლეგენდა ცნობილი იყო თავის შესაძლებლობით, მთელი მოედანი დაენახა და საოცარი მოჭრილი, უზუსტესი პასებით. ის ფაქტი, რომ ფლანგის გარღვევაზე მიმავალი ზიზუ არასდროს არავის შეუჩერებია, პოზიციისა და დროის შერჩევის მის უდიდეს ნიჭზე მიუთითებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის მოედანზე უსწრაფესი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა.

ახლა, იმის მტკიცება რომ კაკა მეორე ზიდანია, აბსურდია!!! კაკასთვის გზა მადრიდისკენ მისთვის ვარდებით მოფენილი არ ყოფილა .იგი ესპანეთის დედაქალაქში გადამოვიდა ტრამვით,ტრამვა რომელიც მას თამაშის საშვალებას არ აძლევდა და ყოველ წუთს თავს ახსენებდა. კაკას მართლაც თან დაყვება ბოლო წლებია მძიმე ტრავმები, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ტრავმებზე ამ ყველაფრის დაბრალება..

კაკა გუნდში პელეგრინისთან ერთად მოვიდა. სეზონის დასაწყისში, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, კაკა ნელ-ნელა შედიოდა ფორმაში, თუმცა შემდეგ იყო ტრავმა. გამოჯანმრთელებული კაკა დაბრუნდა, თუმცა ისევ დასუსტებული. ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში კი, როცა პელეგრინიმ კაკა ლიონთან შეცვალა, კრისწინამ, კაკას ცოლმა, ბილწი სიტყვებით მოიხსენია ჩილელი მწვრთნელი, ამის შემდეგ 2 მატჩის განმავლობაში,
კაკა განაცხადშიც არ შეიყვანა, სეზონის ბოლოს კი პელეგრინი გაუშვეს გუნდიდან. ეს იყო პირველი უფროფსიქოლოგიური პრობლემა.

ბრაზილიელის ტრავმა, როგორც მადრიდის ექიმები აცხადებენ, წლეების წინ არსებობდა. ამის შესახებ მილანმა იცოდა, და სწორედ ამიტომ მოიშორა ბრაზილიელიო, აცხადებდა ხორხე ვალდანო, საპირისპიროს კი გალიანი ამბობდა. საბოლოო ჯამში ეს ფაქტი იმით დასრულდა რომ კაკამ ოპერაცია გაიკეთა, და სეზონის ნახევარი გამოტოვა.

კაკა: "ოპერაციამდე აშკარა იყო, რომ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ვარჯიშებს ისე ხალისიანად ვეღარ ვატარებდი, როგორც ეს ხდებოდა ადრე. სამწუხაროა, რომ მომიწია ოპერაციის გაკეთება, იმედი მაქვს ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები და რეალს ტიტულების მოგებაში დავეხმარები".

ჟოზე მოურინიოს, რომ გულით სურდეს კაკას დაბრუნება ამას გააკეთებდა. გავიხსენოთ მატჩები, სადაც შეეძლო მოურინიოს კაკას ძირითადში დაყენება,მაგრამ პორტუგალიელი ამას არ აკეთებდა,ამ დროს კაკას ჭირდებოდა სათამაშო დრო და ფსიქოლიგიურად გაძლიერება,სანაცვლოდ კი პორტუგალიელ მწრთვნელს სკამზე ეჯინა ბრაზილიელი.. ყველაფერთან ერთად კი, ამ საიტზე მომრავლდა ბრაზილიელის კრიტიკოსთა რიცხვი, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვი,რომ ვისაც კაკას შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, დრო აჩვენებს, რომ ის მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუ მისი კარიერა მომავლის რაიმე პროგნოზად გამოდგება, ის მადრიდის "რეალის" ლეგენდა გახდება და მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ ბევრის გაკეთება შეუძლია. ყველაფერი მხოლოდ წინაა...


მას სწამს ღმერთის,მე კი მწამს მისი !!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)