"ასტონ ვილას" გაგო სურს
"Cadena Ser" ირწმუნება, რომ ინგლისურ "ასტონ ვილას" სურს შეიძინოს მადრიდის "რეალის" 25 წლის არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდო გაგო.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჯოზე მაურინიო ზაფხულში ფერნანდოს გაყიდვას აპირებს. გაგოს წასვლას ორი ფაქტი უწყობს ხელს - პირველი ეს არის მისი გაუთავებელი ტრავმები, რომლის გამოც ის თამაშს ვერ ახერხებს და მეორე ისაა, რომ "ბლანკოსმა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე დაიმატა ნური შაჰინი და ჰამიტ ალტინტოპი, რომელნიც პოზიციით გაგოს პოზიციისანი არიან და შესაბამისად ეს ფაქტი ამცირებს შანსს, რომ გაგო შეძლებს "მერენგესის" ძირითადში მოხვედრას.
რენდი ლერნერი ("ასტონ ვილას" მფლობელი) მზაკვრული გეგმის განხორციელებას გეგმავს - გაგოსთან ერთად ის აპირებს შეიძინოს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც დაეხმარებიან გუნდს მომვალ წელს წარმატების მიღწევაში.
წყარო - TribalFootball.Com
- 6 ივნისი 2011
- 1 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.