"იცით, თუ არა რომ"
მინდა შემოგთავაზოთ მცირე პროექტი მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდ "კასტილიასთან" დაკავშირებით, სახელწოდებით - "იცით, თუ არა რომ". პროექტის მიზანია გაგაცნოთ "კანტერანოების" მიღწევები აწ უკვე გასულ სეზონში.
1. ალბერტო ტორილი
» "რეალ მადრიდ კასტილიამ" ხოსე ალბერტო ტორილის თავკაცობის დროს 19 მატჩი ჩაატარა წაგების გარეშე, ამ შედეგზე უკეთესი შედეგი "კანტერანოებს" მხოლოდ 1963-64 სეზონში ჰქონდათ, მაშინ მათ 24 მატჩი ჩაატარეს მარცხის გარეშე.
2. ალვარო მორატა
» "კასტილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ალვარო მორატამ გათამაშების 25-ე ტურში, სადაც "კასტილია" საკუთარ, "ალფრედო დი სტეფანოს" სტადიონზე "დეპორტივო ბ" - ს შეხვდა გაიტანა 3 გოლი. შეიძლება ეს ფაქტი ყურადღების მისაქცევადაც არ ჩათვალოთ, მაგრამ გეტყვით, რომ მორატა ჰეტ-ტრიკი იყო პირველი 2007-08 სეზონში ხოსე კალეხონის მიერ გატანილი ჰეტ-ტრიკის შემდეგ.
3. ალვარო მორატა
» მეორე წრე "კანტერანოებმა" ბრწყინვალედ დაიწყეს, გუნდის წარმატების საწინდარი გახლდათ ალვარო მორატა, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი - ასეთი შედეგი 2007-08 სეზონის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
4. "Wonderful Result"
» "კასტილიამ" "სეგუნდა ბ" - ს 25 - ე ტურში "დეპორტივო ბ" დაამარცხა ანგარიშით 7-1 - ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ ასეთი შედეგი მხოლოდ შორეულ წარსულში, 1978-79 წლებში დაფიქსირდა.
5. პაბლო სარაბია
» გუნდის უდავო ლიდერის, ესპანელი თინეიჯერის პაბლო სარაბია გარსიას გაიტანა 12 გოლი 10 სხვადასხვა მატჩში ბრწყინვალე იყო, აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული ათივე მატჩი "კასტილიას" გამარჯვებით დასრულდა.
- 5 ივნისი 2011
- 2 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.