მოურინიოს ინტერვიუ

მოურინიოს ინტერვიუ


ჟოზე მოურინიომ დაარღვია მდუმარების აქცია და ისაუბრა გადაცემა “El Larguero"–ში. მან ეს მხოლოდ ერთი მიზეზით გააკეთა: "იმიტომ რომ მათ მითხრეს აქ ბავშვებითა და სტუდენტებით სავსე აუდიტორია იქნებოდა". მოდით ვნახოთ, თუ რას ფიქრობს მოურინიო მიმდინარე სეზონზე.

ადრე იძინებთ?

დიახ. მას შემდეგ, რაც საწვრთნელ ვარჯიშებს არ ვატარებ , დილით 07:30 სთ–ზე ვდგები, ვსაუზმობ ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად. მერე ჩემი შვილები სკოლაში მიდიან. ამის შემდეგ, მეც სტადიონზე მივდივარ. ადრე გაღვიება და ვალდებაბასზე ჩემი წასვლა ერთი იყო.

იქ რას აკეთებთ?

ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა პრეზიდენტსა და ჟოზე ანხელ სანჩესს ვესაუბრები, სხვა შემთხვევებში კი ძირითადად იმათთან ვურთიერთობ, რომლებიც ჩემს სტრუქტურაში არიან, ესენი შეიძლება იყვნენ ასისტენტები, ექიმები და ა.შ. აუცილებელია, რომ 11 ივლისისთვის ყველაფერი მზად იყოს, რომ წინასასეზონო პერიოდს მომზადებული შევხვდეთ.

რამდენად კარგი სეზონი გამოდგა?

საკმაოდ. მიყვარს მუშაობა. ეს იყო მძიმე შრომის ერთი წელიწადი. ფეხბურთით ვერთობი. ჩემი ოჯახი ნელ–ნელა მიეჩვია და ისინი ბედნიერები არიან. მე არ ვარ დაღლილი და ეს მნიშვნელოვანი რამეაა, ვინაიდან ნიშნავს, რომ ყველაფერი ძალზედ ადვილი იყო.

ბოლო თვის განმავლობაში რამდენად დიდი ზეწოლის ქვეშ იყავით?

არანაირი. ზეწოლა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ფეხბურთი ჩემთვის ტვირთი არასდროს არ ყოფილა, ეს სიამოვნებაა. მოგება იქნება თუ წაგება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ამჟამად კლუბში სრული ძალაუფლება გაქვთ...

იმაზე მეტი ძალაუფლება არ მაქვს, რაც წინათ მქონდა. მადრიდს განსხვავებული საორგანიზაციო მოდელი ქონდა. კარგი სტრუქტურა არ არის წარმატების გარანტი, მაგრამ ცუდი ორგანიზებულობა ნამდვილად არის ჩავარდნის წინაპირობა. ჩვენ კი მხოლოდ წარმატებები გვაინტერესებს. არასდროს ვეძებ ძალაუფლებას. ჩემი მთავარი საზრუნავი კარგი ორგანიზებულობა და ურთიერთგაგებაა.

პრეზიდენტმა ეს ასე ახსნა.

მან ახსნა ეს, მაგრამ ანალიტიკურად. ესაა ორგანიზაცია, რომელშიც ყველა სტრუქტურა კარგად ორგანიზებული იქნება.ეს რეორგანიზაცია კოოპერაციისთვის მოხდა და არა ძალაუფლების ერთ ადგილას კონცენტრირებისთვის. ამ ორგანიზაციაში მე მხოლოდ მწვრთნელი ვიქნები და მეტი არაფერი.

მოურინიოს ინტერვიუ


უყურეთ ვალდანოსა და პერესის პრეს–კონფერენციას?

პირდპაირ ეთერში არ მინახია. პრეზიდენტმა თქვა ის, რისი თქმაც შეეძლო. როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ის უფრო ნათელს მოფენს ყველაფერს. ძალიან სევდიანი მომენტი იყო , როგორც ვალდანოსთვის , ასევე ყველასთბვის. მე არ ვარ ბედნიერი მისი წასვლით. ერთადერთი, რაც მე მახარებს , არის კლუბის ახალი ორგანიზაციული სახე.

ვალდანო ითხოვდა თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ეს არ მოხდა.

არ მინდოდა იქ წასვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომპეტერნტური პირების მიერ და არანაირი მსჯელობა ამას არ ჭირდება. ცხოვრება გრძელდება, როგორც ჩემთვის, ასევე ვალდანოსთვის. მე მას ყოველივე კარგს ვუსურვებ.

ზოგიერთი გულშემატკივარი თქვენ მხარს გიჭერდათ, ზოგიერთი კი გაკრიტიკებდათ...

არაფერს არ წარმოვადგენ იმისთვის, რომ გავაკრიტიკო ის, ვინც მე მაკრიტიკებს. რაცა ვარ ეგ ვარ. ძალიან ბევრს ვმუშაობ გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენთან ისინი ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ და ამიტომაცაა ასე თავგამოდებით რომ ვშრომობთ.

გაღელვებთ თუ არა ის ფაქტი, რომ შეიძლება მსაჯები თქვენს მიმართ არალმობიერნი გახდნენ?

ფეხბურთი სპორტის სახეობაა და აქ იმის გარჩევის დრო არ არის, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. ძალიან საწყენი იქნება.

და რას იტყვით უეფას სანქციებზე?

ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ვინმე დასჯილია ისე, რომ არ იცის რისთვის. ერთ თვეზე მეტი გავიდა. არ გაქვს უფლება იცოდე რისთვის, არ გაქვს უფლება დაიცვა თავი, არ გაქვს უფლება შეეწინააღმდეგო...როგორც ადამიანს, მე ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება დავიცვა ჩემი თავი. სწორედ ამიტომ მივმართავ TAS–ს და ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო. ერთი თამაში ჩავატარე სანქციებით, როგორმე დარჩენილ ოთხსაც ჩავატარებ არ არის პრობლემა, მაგრამ მე მათ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ, ვინაიდან სამართლიანობას ვითხოვ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს უფლება , რომ დავიცვა საკუთარი თავი. ეს თუ საკმარისი არ არის, ორჯერ მაქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, ოთხ ქვეყანაში ბევრი ტიტული მაქვს აღებული, პირველი მწვრთნელი ვარ, ვინმაც ოქროს ბურთი მოიგო და მაქვს უფლება დავიცვა ჩემი თავი.

შეგეცვალათ აზრები "ბარსელონასთან" მიმართებაში?

არა. მე იქ ვიყავი 1997-დან 2000 წლამდე. 2000-დან 2011 წლების შუალედში ყველაფერი შეიცვალა, ადამიანები და ინსტიტუტი. ეს სხვა კლუბია. არასდროს ვიტყოდი, რომ მე იმ პერიოდში მანდ მუშაობა არ მომწონდა. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მაგ ინსტიტუტის მიმართ.

მოურინიოს ინტერვიუ


რას ფიქრობთ გვარდიოლაზე?

მე ვიცნობდი მას , როგორც ფეხბურთელს. ათი წელი გავიდა მას შემდეგ. ამჟამად ის კლუბის ლიდერია, ის სხვანაირია, მე მას ვერ ვცნობ. მე ვიცნობდი სულ სხვა ფეხბურთელ გვარდიოლას და ის მიცნობდა მე, როგორც სხვა პიროვნებას.

რა გაიფიქრეთ, როცა მან თქვენზე თქვა “el puto amo" ?

არაფერი. მას შეუძლია თქვას ის, რაც სურს.

რატომ შეწყვიტეთ პრესასთან ურთიერთობა?

ასე იიმიტომ მოვიქეცი, რომ დასჯილი ვარ. ესეც შედის მგონი მაგ სანქციებში. ამჟამად აქ მხოლოდ ბავშვებთან შესახვედრად მოვედი.

არის თუ არა მადრიდი ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ?

ეს იყო გამოცდილება, რომლის მიღებაც მე მსურდა. ჩემ ქვეყანაში მუშაობისა და ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებისთვის ალღოს აღების შემდეგ მსურდა ესპანური გამოცდილებაც მიმეღო, განსაკუთრებით კი "მადრიდის რეალში", ვინაიდან ყველა თვლის, რომ ეს კარიერის პიკია. მქონდა შესაძლებლობები და შანსები რამოდენიმე წლის წინ, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი. ეხლა აქ მოსვლა გადავწყვიტე და მე ამას არ ვნანობ. ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

მოურინიოს ინტერვიუ


რას იტყვით შაჰინზე?

შაჰინი ბუნდესლიგაში ჩატარებული წარმატებული სეზონის მიხედვით იქნა არჩეული. ჩვენ მასზე შორეულ გათვლებს ვაკეთებთ და ის ახალი დი მარია, იოზილი, მარსელო, ბენზემაა ჩვენთვის. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ 2014-2015 წლებში ჩვენ ძალზედ ბრწყინვალე გუნდი გვეყოლება. მადრიდს საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი ყავს , რომელსაც სათავეში ის პრეზიდენტი უდგას, ვისაც შესანიშნავი ბიზნეს ხედვა აქვს. მათ შეუძლიათ შექმნანა ახალი ერა ევროპულ ფეხბურთში.

არიან თუ არა იგუაინი და ბენზემა არაგაყიდვადები?

დიახ.

არცერთ მათგანს არ მისცემთ წასვლის საშუალებას?

ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუ კლუბი გადაწყვეტს, მაშინ მე არავინ არ ვარ. ყველანი ვთანხმდებით იგუაინთან და ბენზემასთან მიმართებაში. გვინდა ისინი შევინარჩუნოთ.

თხოვდით კალეხონსა და მატეოსს? თუ მათ სხვა ფეხბურთელების შესაძენად გამოიყენებთ?

ჩვენ მოგვწონს კალეხონი იმ თვისებების გამო, რაც მას აქვს. ის კლუბთან ერთად იქნება. არ ვაპირებთ სხვა ოპერაციისთვის მის გამოყენებას. მატეოსს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. ის წინასასეზონოდ ჩვენთან ერთად მოემზადება და მერე გადავწყვეტთ დარჩება თუ არა აქ.

და ადებაიორი?

ის "სიტის" ფეხბურთელია და მას თავისი ფასი ადევს. ჩვენ პრივილეგირებულ სიტუაციაში ვარ და რაც მთავარია, ფეხბურთელს სურს დარჩენა.

თქვენი თმა სულ უფრო და უფრო ნაცრისფერი ხდება...

ეს გენეტიკურია. ბაბუაჩემი ორმოცი წლის იყო, როცა მთლიანად გაჭაღარავდა , ისევე როგორც მამაჩემი.

მოურინიოს ინტერვიუ


ეხლა გთავაზობთ ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს.

რას ფიქრობთ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოიგო?

მათ ფინალი დამსახურებულად მოგეს. ძალიან ბევრი ტექნიკისა და დიდი კლასის დახმარებთ, მაგრამ ნახევარფინალში სულ სხვანაირი სიტუაცია იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფინალში მათ წინაშე მე ქედს ვიხრი, ისინი ამას იმსახურებდნენ. საუკეთესო გუნდა მოიგო ფინალი.

იქნებით აქ ორი წლის შემდეგ?

თუ პრეზიდენტი, დირექტორიატი და ფეხბურთელები ამას ისურვებენ, რა თქმა უნდა.

ფიქრობთ თუ არა, რომ კაკა უწინდებულ ფორმას დაიბრუნებს?

კაკას წინასასეზონო მომზადება ოთხი წელია , რაც არ ქონია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის წინანდელ ფორმას დაუბრუნდება.

რას იტყვით პედრო ლეონსა და კანალესზე?

კალანელსს დღეს ვესაუბრეთ. ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სერხიო, მამამისი და მისი აგენტი იყვნენ იქ, ჩვენგან კი მე, ზიდანი და ჟოზე ანხელი. ყველა ჩვენგანს სერხიოსთვის კარგი სურს. ის "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი იქნება. ხვალ ჩვენ პედრო ლეონს შევხვდებით და დავილაპარაკებთ. მის ადგილზე ოთხი ფეხბურთელი გვყავს-დი მარია, კრიშტიანო, ალტინტოპი და კალეხონი. ყველაზე კარგი გამოსავალი მისი განათხოვრება იქნება.

ზიდანი თქვენს გვერდით იმუშავებს?

დიახ. ვალდებაბასი სწორედ ასეთი სამუშაოებისთვის არსებობს. ზიდანისა და პარდესასნაირი ადამიანების გვერდით ყოლა დიდი პრივილეგიაა.

მოურინიოს ინტერვიუ

  • shvela
  • 4 ივნისი 2011
  • 3 554
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)