პედრო ლეონის წასვლა დღითიდღე უფრო რეალური ხდება
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პედრო ლეონმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს.
პედრო ლეონის წასვლა დღითიდღე უფრო რეალური ხდება და ამის შესახებ არაერთხელ გვატყობინებდა სხვადასხვა მედია-პრესა, მას შემდეგ მოყოლებული რაც იგი ძირითადად ვერ იღებდა სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობას. დღეს დილით ჟოზე მოურინიომ სანტიაგო ბერნაბეუს ერთ-ერთ ოფისში განაცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში პედრო ლეონი არ შედიოდა რის გამოც, დიდი შანსია იმის, რომ პედრო ლეონი სხვა რომელიმე ახალ გუნდში გადაბარგდეს.
აქვე მოურინიომ თავისი განცხადება იმით ახსნა, რომ გუნდში მოვიდნენ კალეხონი და ნური შაჰინი. რაც ალბათ ერთ-ერთ უდიდეს როლს ითამაშებს პედრო ლეონის გაყიდვაში.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 3 ივნისი 2011
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.