"რეალი" ბუკმეკერთა ფავორიტია
"ხერესი" კვირას ჩაატარებს ისტორიულ მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. ანდალუსიელები კლასით და დონით ჩამორჩებიან მადრიდელებს. მათი მაქსიმუმი ამ მატჩში ერთი ქულის აღება იქნება, რაც არარეალურია.
ტოტალიზატორი "Eurobet"–ი "ხერესის" გამარჯვებას 19 ევროთი აფასებს, ხოლო ფრეს კი 7,50 ევროთი. Betclic. com-ი კი ანდალუსიელთა მოგებას 18 ევროთი აფასებს.
კურიოზია, მაგრამ იგივე Betclic. com-ი სავარაუდო შედეგს 2:0–ს ასახელებს. ამ შედეგს კოეფიციენტი 6,5 ევრო აქვს, ხოლო "ხერესის" გამარჯვებაზე 0:2 კი 80 ევრო.
"ხერესმა" პრიმერადივიზიონის სტარტზე ორივე მატჩი წააგო. მათ სჭირდებათ დრო, რათა იპოვონ საკუთარი თამაში, მაგრამ "რეალთან" რამდენად გამოუვათ, კვირას გავიგებთ.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral. com
- 20 სექტემბერი 2009
- 3 570
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.