ვალდანო “რეალიდან” დათხოვნას მოურინიუს აბრალებს
ხორხე ვალდანოს მადრიდის “რეალს” იძულებით დაემშვიდობა
მადრიდის “რეალის” ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო, “სამეფო კლუბიდან” დათხოვნის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და განუცხადა, რომ “რეალის” მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიუსთან ომში დამარცხდა.
“კლუბის დატოვება არანაირად არ მსურდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უჩემოდ მიიღეს. აშკარაა, ვინ მოიგო ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობის მიღებაც კი არ მსურდა. კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს უკვე ვესაუბრე და მან დათხოვნის მიზეზი პირდაპირ მიმანიშნა – ჟოზე მოურინიუ. აი, მასთან კი უკვე დიდი ხანია არ მისაუბრია. რატომღაც თავად არიდებდა თავს. მართლა ვერ ვხვდები, რატომ იქცეოდა ასე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც “რეალის” ერთგულ ჯარისკაცად ვრჩები და ამ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ” - უთხრა ვალდანომ Marca-ს.
ესპანურ გამოცემებში ფლორენტინო პერესის კომენტარიც გავრცელდა. “რეალის” პრეზიდენტი ადასტურებს, რომ გენერალური დირექტორის გაშვების ერთ-ერთი მიზეზი, ვალდანოსა და მოურინიუს შორის არსებული არც თუ მეგობრული ურთიერთობა გახდა. პერესმა უკვე ახალი გენერალური დირექტორიც დაასახელა – ხოსე ანხელ სანჩესი.
ინფორმაციის წყარო:Real-Madrid.ru
- 2 ივნისი 2011
- 2 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.