მატეოსი:"მოხარული ვარ, რომ მოურინიომ პიკეს შემადარა"
მადრიდის "რეალის" მცველი მატეოსი AS–თან
მადრიდის "რეალის" მცველმა დავიდ მატეოსმა, რომელიც არენდის წესით ბერძნულ "აეკში" იმყოფება, გამოცემა AS–თან განაცხადა, რომ კმაყოფილია მიღებული გამოცდილებით.
ფეხბურთელმა იცის, რომ გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო მას ნდობას უცხადებს და სერიოზულადაა განწყობილი.
"ჩემი გამოცდილება საბერძნეთში ძალიან პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ფაქტიურად არაფერი ვიცოდი ბერძნულ ფეხბურთზე და "აეკთან" კონტრაქტი მანოლო ხიმენესის თხოვნით გავაფორმე. თავიდან ენის არცოდნის გამო გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეგუე. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჟოზე მოურინიომ ხერარდ პიკეს შემადარა. კიდევ ბევრი სამუშაო მჭირდება, რათა მის დონეს მივაღწიო" – განაცხადა მატეოსმა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 1 ივნისი 2011
- 2 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.