მარინი:"პერესმა დამიდასტურა, რომ არ შეიძენს აგუეროს"
მადრიდის "რეალი" კუნ აგუეროს არ შეიძენს
მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ანხელ ხილ მარინმა განაცხადა, რომ ისევ დაურეკა "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ ამ უკანასკნელს არ სურს სერხიო აგუეროს შეძენა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა თანახმაა აგუერო გადაბარგდეს ნებისმიერ კლუბში, გარდა "რეალისა".
"დავურეკე პერესს, რათა მეკითხა, რჩება თუ არა ჩვენი მოლაპარაკება ძალაში. მან ისევ მითხრა, რომ აგუეროს გადაბირება არ არის მისი პრიორიტეტი. ასე, რომ სერხიო გადაბარგდება იმ კლუბში, რომელიც გამოისყიდის მის ტრანსფერს, ან დარჩება "ატლეტიკოში" – განაცხადა მარინმა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 1 ივნისი 2011
- 2 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.