სერესო:"აგუეროს მხოლოდ 45 მილიონად დავთმობთ"
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ საკუთარი გუნდის თავდასხმელის, სერხიო აგუეროს გუნდიდან წასვლის სურვილზე ისაუბრა.
"ჯერ-ჯერობით არანაირი ოფიციალური წინადადება აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით არ შემოსულა. იმ კლუბს, რომელსაც კუნის შეძენა სურს, 45 მილიონის გადახდა მოუწევს. ჩვენ ამ თანხის მიღება გვსურს. თუ შემოთავაზება არ იქნება, მაშინ ეს აგუეროს პრობლემაა და არა კლუბის"-განაცხადა სერესომ As-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ აგუეროს კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2014 წლამდე აქვს გათვლილი. ადრე გახდა ცნობილი, რომ არგენტინელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი"
ინფორმაციის წყარო:As.Com
- 31 მაი 2011
- 3 465
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.