ოზილი საუკეთესოა!!!

"TOP-10"

დასრულდა თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატი და მოდით გადავხედოთ იმ ფეხბურთელების სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთ გუნდებში.
მესუთ ოზილი არის ფეხბურთელი, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. მისი საქმე თავდამსხმელების მომარაგებაა საგოლე გადაცემებით. გერმანელმა ნახევარმცველმა ეს 26-ჯერ მოახერხა ყველა ტურნირზე ერთად.თუ გავითვალისწინებთ,რომ ოზილი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა "მადრიდის რეალს" ეს ბრწყინვალე შედეგია. ოზილის შემდეგ თავდამსხმელების მომარაგება ყველაზე კარგად შეძლო 2010-2011 წლების "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულმა და საუკეთესო მეგოლემ: ლეონელ მესიმ. "ბარსას" ათიანმა 25 შედეგიანი გადაცემა გააკეთა ყველა ტურნირზე. 21 საგოლე გადაცემა-ეს არის "პორტოს" ფეხბურთელის ჰალკის მონაგარი, რომელიც დამეთანხმებით არც თუ ისე ცუდი შედეგია.
"თეთრების" ნახევარმცველმა სეზონი დაამთავრა ლიდერის სახელით. ოზილმა "ლა ლიგაში" 17-ჯერ გაუწია დახმარება თანაგუნდელებს, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა "ჩემპიონთა ლიგაზე" და ორიც სამეფო თასზე. თავის მხრივ ლეონელიც არ ჩამოუვარდა "რეალის" ფეხბურთელს, მან შეძლო 19-ჯერ გაეწია დახმარება "ლურჯ-წითლების" ფეხბურთელებისათვის "პრიმერაში", 3-3 საგოლე პასი გააკეთა "ჩემპიონთა ლიგა"-სა და "კოპა დელ რეიზე".
ოზილმა რამოდენიმე თვეში მოახრეხა თავი შეეყვარებინა "რეალის" გულშემატივრებისათვის და რაც მთავარია ეფექტი მოეხდინა პორტუგალიელი ჯოზე მაურინოსათის.
მეოთხე პოზიცაზე გავიდა დუსან ტადიჩი,რომელიც "გრონინგემის" გირსებას იცავს, წარმოშობით სერბი ფეხბურთელი 22 წლისაა და მან შეძლო 21 საგოლე გადაცემის გაკეთება "ერედივიზონში" (ჰოლანდიის ჩემპიონატი).
მეხუთე პოზიციას დასჯერდა კრისტიან ტიფერტი, "კაიზერსლაუტრენის" საუკეთესო ასისტენტი, მან 20 საგოლე პასი მიითვალა გასულ სეზონში, აქედან 17 "ბუნდეს ლიგა"-ში.
იმისათვის,რომ გავარკვიოთ მეექვსე ადგილის ვინაობა, მოგვიწევს დავბრუნდეთ ჰოლანდიაში. "უტრეხტის" ფეხბურთელმა მერტენსმა, ისევე როგორც ტიფერტმა მოახერხა 20-ჯერ გაეხარებინა გულშემატკივარი თავისი საგოლე გადაცემებით.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავისი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე საგოლე გადაცემებით გამოირჩეოდა კიდევ ერთი "ბარსას" ფეხბურთელი დანი ალვეში, რომელმაც 18-ჯერ მოახერხა თანაგუნდელების მომარაგება და დაიკავა რა მეშვიდე ადგილი.
მერვე ადგილი- ამით შეიძლება იამაყოს ფრანგული "სოშოს" ფეხბურთელმა "მერვინ მარტინმა", რომელმაც 19 შედეგიანი გადაცემა გააკეთა "ლიგა I"-ში.
"ჩელსის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ 2010/11 წლების სეზონში თავი მოუყარა 17 საგოლე გადაცემას, რაც საწინდარი გახდა იმისა, რომ ის გასულიყო მეცხრე ადგილზე.
"top 10"-ის ბოლო ადგილოსანი კი გახლავთ: ძალიან მდიდარი ტრადიციების მქონე ბრიტანული კლუბის "ქუინს პარკ რეინჯერსის" ფეხბურთელი ადელ ტაარაბტი. მისი მონაგარი მოკრძალებულია, მხოლოდ და მხოლოდ 16 პასი. ყველა მათგანი მან "პრემიერ ლიგაში" (შოტლანდიის ჩემპიონატი) გააკეთა.

ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ამ სიას სათავეში უდგას "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი მესუთ ოზილი(ავტ:ედი)

წყარო: marca.com

  • edi
  • 31 მაი 2011
  • 4 767
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)