კიჭა ჰოლივუდში მიდის
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მადრიდის "რეალის" ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, ჰოლივუდური დებიუტისთვის ემზადება - რეჟისორმა მარსიო გარსიამ კიჭა სათამაშოდ მიიწვია ფილმში "ღია გზა".მარსიომ მას, მართალია, ეპიზოდური, მაგრამ დასამახსოვრებელი პერსონაჟის განსახიერება ანდო - რონალდომ ბანკი უნდა გაძარცვოს. ფილმში მისი პარტნიორებიენდი გარსია და ჯულიეტ ლუისი იქნებიან. გადაღება ივნისშია დაგეგმილი ლოს-ანჯელესში. ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა თებერვალში მუხლის ტრავმის გამო დაასრულა, ერიკ კანტონასა და სხვა ექს-ფეხბურთელების მსგავსად, ამჯერად კინოშჲ ცდის ბედს და, როგორც მისი კომენტარებიდან ირკვევა, იგი სრული სერიოზულობით ეკიდება მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და "ტვიტერის" საშუალებით თავის ქომაგებს აცნობებს, რომ ბანკი უმაღლეს დონეზე გაიძარცვება..
- 30 მაი 2011
- 4 141
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.