კოენტრაო: "იმედია ჩემი ოცნება მალე ახდება"
კოენტრაო მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობს...
ფაბიო კოენტრაოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. პორტუგალიელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "სამეფო კლუბში" სურს. ახლა ყველაფერი გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული...
"მე დიდი ხანია ვოცნებობ "რეალში" თამაშზე. იმედია ეს ოცნება მალე რეალობად მექცევა და თამაშს "ბლანკოსებში" გავაგრძელებ. მე უკვე ვთამაშობდი ესპანურ ფეხბურთს, მაშინ, როცა "სარაგოსას" ფეხბურთელი ვიყავი. მწვრთნელი არ მენდობოდა და ამიტომაც გადავედი სხვა კლუბში. ბენფიკაში 2 შესანიშნავი სეზონი ჩავატარე. სწორედ ამ გუნდმა გამხადა ასეთი დონის ფეხბურთელი".
"თუ მოუს ფეხბურთელი გავხდები, მისი თხოვნით ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, გარდა მეკარისა. ძალიან მინდა კლუბებმა შეთანხმებას მალე მიაღწიონ."
ინფორმაციის წყარო as.com
- 30 მაი 2011
- 3 352
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.