"ალკოიანო"-"კასტილია" 2-2

გუშინ "ალკოიანოსა" და "კასტილიას" შორის განმეორებითი მატჩი შედგა.

"კასტილიამ" ფლეიოფის პირველი შეხვედრა წააგო (0-2) და მათ ძალიან რთული დავალება ქონდათ გადასაჭრელი, გასატანი ქონდათ მინიმუმ 2 უპასუხო გოლი, რათა შემდეგ დამატებით წუთებში გაერკვიათ მეტოქესთან ურთიერთობა. მეტოქე კი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. კასტილიელებმა მოახერხეს 2 გოლის გატანა, მაგრამ მათ საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხეს და ჩვენდა სამწუხაროდ "სეგუნდა დივიზიონისათვის" ბრძოლას გამოემშვიდობნენ.
"კასტილიას" დასაკარგი არაფერი ქონდა, სწორედ ამიტომ ისინი საწყისი წუთებიდანვე უტევდნენ-უტევდნენ თუმაცაღა უშედეგოდ. პირველი ტაიმი დამთავრდა და ტაბლოზე 0-0 ციმციმებდა. ტორილის ბიჭებმა მეორე ტაიმიც პირველის ანალოგიურად დაიწყეს, ერთი განსხვავებით. "თეთრებმა" მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლეს გოლის გატანა. მორატა იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც შეარხია "ალკოიანის" კარის ბადე და მადრიდელ გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა. იგივე მორატას შეეძლო 60 წუთზე გოლის გატანა მაგრამ მისი დარტყმული უშედეგო გამოდგა.
"ლოს ბლანკოსი" ისევ უტევდა, ხოლო "ალკოიანო" ელოდებოდა კონტრშეტევას, მათ ამის შანსი მიეცათ 75 წუთზე, მადრიდელები შეტევაზე იყვნენ და უკან დახევა ვერ მოასწრეს, ეს შანსი კი ხელიდან არ გაუშვა მასპინძელმა გუნდმა და ანგარიში 1-1 გახდა. გატანილი გოლი პაკო ესტებანის ანგარშზეა.
შეხვედრის დასრულებამდე კიდევ იყო დრო და რაც მთავარია იყო იმედი- იმედი იმისა, რომ "კასტილიელები" მოახერხებდნენ "ალკოიანოს" ძლევას სასურველი ანგარიშით. გაშვებული გოლის შემდეგ სულ რაღაც 6 წუთი იყო გასული, როდესაც ფრან რიკომ მოახერხა გოლის გატანა და დააწინაურა "კასტილია", უკვე მეორედ ამ მატჩში. ანგარიში 1-2 გახდა. მადრიდელებმა ამის შემდეგაც განაგრძეს შეტევები, ვინაიდან ეს ანგარიში არამც და არამც არ აწყობდათ, დრო "ალკოიანოს" წისქვილზე ასხამდა წყალს. ფორტუნამ ისევ გვიმტყუნა, ისევე როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში და 89 წუთზე პაკო ესტებანმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო იმედი ჩაუკლა მადრიდელებს. საბოლოო ანგარიში 2-2 დაფიქსირდა და მომდევნო ეტაპზე სწორედ "ალკოიანო" განაგრძობს ასპარეზობას. ჩვენ კი ისევ მომავალ სეზონს უნდა დაველოდოთ იმ იმედით, რომ "კასტილია" "სეგუნდა"-ს ერთ-ერთი ღირსეული გუნდი გახდება.

"ალკოიანო": მაესტრო; პინა, როხასი, მარტინი, პაკო ესტებანი; რემონი(დანი, 63'), დევესა, დიეგო , მირანდა; გატო (ხავი მოლინა, 83') და ალვარო (ხორხე, 35').
"კასტილია":მეხიასი; კარვახალი, ნაჩო (ალექსი, 77'), ხუანანი, კასადო; ფრან რიკო; ხუანფრანი (დენისი, 77'), სარაბია, ხუან კარლოსი; მორატა და ხოსელუი (ოსკარ პლანი).

გოლები:
0-1 მორატა (46წთ), 1-1 პაკო ესტებანი (75წთ), 1-2 ფრან რიკო (81წთ).2-2 პაკო ესტებანი (89წთ)


"ალკოიანო"-"კასტილია" 2-2


"ალკოიანო"-"კასტილია" 2-2


"ალკოიანო"-"კასტილია" 2-2


"ალკოიანო"-"კასტილია" 2-2

  • edi
  • 30 მაი 2011
  • 3 130
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)