ბენზემა მოხიბლულია ვენგერის ინტერესით, მაგრამ "რეალში" სურს თამაში
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ვერ ივიწყებს ქარიმ ბენზემას. ფრანგმა სპეციალისტმა უკვე ბევრჯერ გამოთქვა ბენზემას საკუთარ გუნდში ხილვის სურვილი.
თავად ბენზემა კი არწმუნებს ყველას, რომ არ სურს ლონდონში გადასვლა.
"მოხიბლული ვარ იმით, რომ ჩემით ვენგერია დაინტერესებული. ეს ნამდვილად საამაყოა. ვენგერისა და სხვების ინტერესი ჩემს მიმართ საუბრობს იმაზე, რომ მე ვპროგრესირებ. მაგრამ მე "რეალის" ერთგული ვარ და მხოლოდ ამ გუნდში მსურს თამაში"-განაცხადა ბენზემამ
- 28 მაი 2011
- 2 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.