კრიშტიანო რონალდო
სრული სახელი: კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირუ
დაბდების თარიღი: 5.02.1985
პოზიცია: ნახევარმცველი
მაისურის ნომერი: 7
საყვარელი ფერი: თეთრი
ბავშვობის მეტსახელი: კლუივერტი
საყვარელი ფეხბურთელი: მარადონა, ლუიშ ფიგუ, ტიერი ანრი
შეხვედრის სურვილი: მაიკლ ტაისონი
საყვარელი მსახიობი: ჟან-კლოდ ვანდამი
საყვარელი ფილმი: მეექვსე გრძნობა და როკი
მსახიობი ქალი: დრიუ ბერიმორი
მუსიკის ჟანრი: საცეკვაო
საყვარელი კერძი: ბაკალჰაუ ა ბრაზ
სასმელი: სანტალი(პორტუგალიური ტკბილი სასმელი)
ჰობი: სეირნობა, კინო, მუსიკის მოსმენა და ხანდახან მარტო ყოფნა
საყვარელი მანქანა: მერსედესი, ფერარი
ქვეყანა: პორტუგალია
როგორც მოგეხსენებათ მუნდიალი საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენაა, სადაც არავინ არავის ინდობს და ფეხბურთელებს ავიწყდებათ თავიანთი გუნდელები. მათ გულში მხოლოდ ერთი რამეა ასახელონ თავიანთი ქვეყანა. მოედანზე ისინი თავის ქვეყნის ღირსებას იცავენ მოედნის გარეთ კი ისინი მეგობრები არიან, ეს ფეხბურთის უკვდავი კანონია. კრისტიანო რონალდო რა თქმა უნდა, თავისი თამაშით მანჩესტერის რიგებში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. ის ძირითადის ფეხბურთელი იყო და მასზე გუნდი დიდ იმედს ამყარებდა. რონალდომ მართლაც კარგად ითამაშა და ნაკრებს დაეხმარა. პორტუგალიის ნაკრებმა გერმანიის მუნდიალზე 1/4 ფინალამდე გააღწია, მეტოქედ კი ინგლისის ნაკრები ერგო. ალბათ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამ გუნდებს შორის შეხვედრა უდიდეს ინტერესს გამოიწვევდა და მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა ამ მატჩს. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც იყო უამრავი უხეში თამაში და ძალიან დაძაბული ბრძოლა მატჩის მიწურულს კი უეინ რუნიმ - რონალდოს თანაგუნდელმა, რიკადრო კარვალიო წააქცია შემდეგ კი მასზე უხეშად ითამაშა. ეს ყველაფერი რონალდომ დაინახა და მატჩის მთავარ არბიტრს მიეჭრა, სადაც მსაჯმა ყველაფერი გაარკვია და რონალდოს ლაპარაკმა პორტუგალიის ნაკრებისთვის შედეგი გამოიღო. მსაჯმა მოედნიდან რუნი გააძევა და ინგლისის ნაკრები კაცნაკლული დარჩა. ამას გარდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ფრენკ ლამპარდს და სტივენ ჯერარდს მეკარე რიკარდომ აჯობა. გადამწყვეტი პენალტი რონალდომ შეასრულა და პორტუგალია 1/2 ფინალში გავიდა. ამ მატჩის შემდეგ კი რონალდოს ინგლისში ჯოჯოხეთი ელოდა. რუნი მას ემუქრებოდა, როგორც მთელი ინგლისი. მუდნიალის დასრულების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები გუნდებში დაბრუნდნენ მთავარი კულმინაცია რონალდოს ინგლისში დაბრუნება იყო. ყველა ელოდა, რომ მანჩესტერში სკანდალი ატყდებოდა, მაგრამ საქმეში სერ ალექს ფერგიუსონი ჩაერია და ფეხბურთელები შეარიგა. იმ სეზონში იუნაიტედმა ინგლისის პრემიერლიგა მოიგო რონალდომ 13 საგოლე პასი და 23 გოლი გაიტანა რუნი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა და მანჩესტერსაც მისი საქციელი დაავიწყდა. ის ხომ ოლდ ტრაფორდს ახარებდა. რონალდო ყველაზე პოპულარული ხდებოდა, მისმა ხელფასმა კვირაში 90000 ფუნტს მიაღწია. სეზონი დასრულდა, მანჩესტერმა პრემიერლიგა პირველ ადგილზე დაიწყო და პირველზე დაამთავრა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მილანთან დამარცხდა. რონალდო უკვე შემდეგ სეზონზე ფიქრობდა. გალას ცერემონიაზე ის მესამე ადგილზე გავიდა და ამის შემდეგ, მან განაცხადა ,,მე აუცილებლად დავიკავებ პირველ ადგილს ეს ძალიან მალე მოხდება. მომდევნო სეზონში ჩვენი დამარცხება შეუძლებელი გახდება''ეს სიტყვები რონალდომ გალას ცერემონიის შემდეგ განაცხადა და მსოფლიო მის შემდეგ სეზონს დაელოდა...
მომდევნო სეზონი რონალდომ ძალიან ძლიერად დაიწყო. ყველა მიხვდა, რომ წელს მანჩესტერი მართლაც ძლიერი იყო და მისი დამრტყმელი ძალა აუცილებლად კრიშტიანო იქნებოდა. მას ყველა თითქმის ყველა მატჩში გოლი გაქჰონდა. ის უბრალოდ შეუჩერებელი იყო, ამ დროს მანჩესტერი იყო ისეთი ძლიერი როგორიც არასოდეს ყოფილა. მანჩესტერის ფანები რონალდოზე სრულიად დამოკიდებულნი იყვნენ და ისიც ამართლებდა მათ მოლოდინს. გუნდი ბრწყინავალედ თამაშობდა და მართლაც შეუჩერებელი იყო ყველა ფეხბურთელი მოტივირებული და ძლიერი. ასეთი მანჩესტერი ინგლისს დიდი ხანი არ ენახა, ყველა ფიქრობდა, რომ წელს იუნაიტედი იყო ძალიან ძლიერი და მათი გაჩერება იყო ურთულესი. მანჩესტერი ყოველ თამაშს უმაღლეს დონეზე თამაშობდა. გუნდმა უამრავი გოლი გაიტანა და ამ უამრავში 42 გოლი კრისტიანო რონალდოს ანგარიშზეა ფეხბურთელმა უდიდესი სამსახური გაუწია გუნდს მას სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა რეკორდის მოხსნამდე რომელიც ლეგენდარულ დენის ლოუს ეკუთვნის,რონალდომ თავის სიტყვა შეასრულა მან გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. მოახლოვდა მოსკოვის ფინალი, სადაც ყველაფერი უნდა გაეკეთებია რონალდოს, რათა არ დამარცხებულიყო თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბული გამოდგა. ბრაუნის ჩაწოდების შემდეგ რონალდომ თავით აუღებელი დაარტყა და მანჩესტერი დაწინაურდა მაგრამ ზუსთად 17 წუთში ფრენკ ლამპარდმა ანგარიში გაათანაბრა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და კრისტიანო რონალდომ თავისი 11 მეტრიანი გააფუჭა მთელი მანჩესტერი შოკირებული იყო რომ ამ ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა და გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო პენალტის გატანა. პენალტის დასარტყმელად ჯონ ტერი გაემართა რონალდო იხსენებს ,,როდესაც ტერი ბურთს მიუახლოვდა მე ვიფიქრე რომ თუ გაიტანდა მე მანჩესტერის ფანებს თვალებში ვერ შევხედავდი საბედნიეროდ მან ააცილა და შემდეგ უკვე ედვინ ვან დერ სარმა ჩვენ ეს ტიტული გვიბოძა''მანჩესტერმა ჩემპიონთა თასი მოიგო. რონალდო ემოციებს ვერ იკავებდა. ის თავს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლიდა. 2007-08 წლების სეზონში რონალდომ ოქროს ბურთი,ოქროს ბუცი და ბრილიანტის ბურთი მოიგო. მან სამყარო დაიპყრო და ასპარეზზე მადრიდის რეალი გამოჩნდა...
მადრიდის რეალი კრისტიანოს ხელში ჩასაგდებად იბრძვის, მაგრამ მანჩესტერი მას არაფრის დიდებით არ თმობს. ევრო2008-ის შემდეგ, სადაც რონალდომ კოჭის ტრამვა გაიმიზეზა, მან ოპერაცია გაიკეთა. მადრიდის რეალმა მანჩესტერს წინადადებით მიმართა ესპანელები 80 მილიონ ევროს იხდიდნენ, რათა პორტუგალიელი მათ გუნდში გადასულიყო რონალდო გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ იყო მაგრამ საქმეში სერ ალექსი ჩაერია,შოტლანდიელის და რონალდოს საუბარო დახურულ კარს მიღმა შედგა და იქიდან გამოსულ ფერგიუსონს სახეზე ღიმილი ქონდა. ეს იმის ნიშანი იყო რომ რონალდო მანჩესტერში დარჩა და ოლდ ტრაფორდს კვლავ ჰქონდა კრისტიანოს თამაშით მიღებული სიამოვნების განცდა. სეზონი მანჩესტერმა რონალდოს გარეშე დაიწყო კრისტიანომ ტრამვა მოიშუშა და ის ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალის წინააღმდეგ დაბრუნდა ბევრი თვლიდა რომ რონალდო ისეთი შემართებით აღარ თამაშობდა როგორც ადრე, მაგრამ ამ აზრს მისი თამაში საერთოდ არ ემთხვეოდა. რონალდომ 26 გოლი გაიტანა მან ძალიან მნიშნველოვანი გოლები გაიტანა. მისი დახმარებით იუნაიტედმა ინგლისის პრემიერლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო. რონალდომ ოქროს მედლით გული ზედიზედ მესამედ დაიმშვენა. ხოლო ყველაზე სასიხარულო ის იყო რომ მანჩესტერმა არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ზედიზედ ორჯერ ითამაშა. გუნდის მეტოქე უძლიერესი ბარსელონა იყო. ბევრი ამ შეხვედრას მესი რონალდოს შეხვედრას უწოდებდა,თამაშზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ რომ ბარსელონამ მანჩესტერი დაჯაბნა გვარდიოლამ კი სერ ალექს ფერგიუსონი, მაგრამ რონალდო ბედნიერი იყო იმით რომ მან ამდენი შეძლო და მსოფლიოში საუკეთესო გახდა ის მადლობას კი მხოლოდ და მხოლოდ მანჩესტერს და სერ ალექს უხდიდა, როდესაც ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მან განაცხადა ,,მე ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიქნებოდი რომ არა სერ ალექსი მე ამ ადამინის მადლობელი ვარ, არ მიმაჩნია სპეციალისტი, რომელიც მასზე ძლიერია მან მე ვარსკვლავი გამზარდა და ამის გამო მე მას მადლობას უხდი''რონალდომ განაცხადა რომ მას სხვა გუნდში სურდა ძალების მოსინჯვა და თქვა რომ მან მანჩესტერში ყველაფერი მოიგო და გუნდიდან წასვლა მოითხოვა მისი გული კი მადრიდისკენ მიილტვოდა
კრისტიანოს თხოვნას სერ ალექსი წინ ვერ დაუდგა და მან თავისი ხელით შექმნილი ვარსკვლავი დათმო. მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედის ანგარიშზე 80 მილიონი ფუნტი ჩარიცხა და რონალდო რეალში გადავიდა ის მანჩესტერს დაემშვიდობა. კრისტიანომ განაცხადა ,,მე უზომოდ მიყვარს მანჩესტერის თითოეული გულშემატკვარი ისინი საოცარი ადამიანები არიან, არასოდეს დამავიწყდება ოლდ ტრაფორდი მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მათ არ დავავიწყდე, მანჩესტერი ჩემს გულშია''კრისტიანომ მანჩესტერი დატოვა. დატოვა ის ხალხი რომელნიც მას აღმერთებდნენ. დატოვა ის ხალხი რომლებიც მთელი ღამის მანძილზე Viva Ronaldo !!! -ს ყვიროდნენ. მანჩესტერმა თავისი გმირი გააცილა,ამ ფეხბურთელმა გუნდში თავისი სიტყვა თქვა და მას არასოდეს დაივიწყებენ. ის ლეგენდაა, ის დაუვიწყარი ბიჭია, რომელსაც ეს სიზმარი დაესიზმრა....
- 28 მაი 2011
- 5 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.