"ვალენსია" "რეალის" 3 ფეხბურთელით ინტერესდება
გავრცელებული ჭორების თანახმად "მფრინავი ღამურების" სპორტული დირექტორი ბრაულიო ვასკესი უკავშირდება "ბლანკოსს", რომ გაიგოს იმ ფეხბურთელთა სია, რომელნიც ჯოზე მაურინიოს არ ჭირდება.
"ვალენსიის" ხელმძღვანელობას სურს გააძლიეროს შემადგენლობა მადრიდის "რეალის" შემადგენლობის ფეხბურთელებით - ზაფხულში ისინი ეცდებიან სერხიო კანალესის, რაულ ალბიოლისა და ეზიკილ გარაის შეძენას.
ვასკესი უკვე დაუკავშირდა რაულ ალბიოლსა და ეზიკილ გარაის აგენტების და მიიღო პასუხი, რომელის თანახმადაც ამ ფეხბურთელებს სურთ კარიერის მადრიდში გაგრძელება, შესაბამისად დარჩენა "ბლანკოსში".
აი სერხიო კანალესის აგენტისაგან კი ბრაულიომ რადიკალურად განსხვავებული პასუხი მიიღო - "სერხიო მზად არის ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკების საწარმოებლად"
წყარო - As.Com
- 28 მაი 2011
- 3 804
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.