ლივერპული იგუაინის გადაბირებას შეეცდება
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებში ძირითადად მერსისაიდულ ლივერპულზე მიდის საუბარი, რადგან ხსენებულმა გუნდმა ამ სეზონში ძალიან ცუდად ითამაშა და ყველამ დაინახა, რომ "წითლებს" სერიოზული გაძლიერება სჭირდებათ. პრობლემა არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე რგოლს ეხება, ამიტომ მესვეურები ცდილობენ ყველა პრობლემა ზაფხულში იქნას აღმოხვრული და ეს ლეგენდარული გუნდი მომავალ სეზონს გაცილებით უფრო ძლიერი და დალაგებული შეხვდეს.
გავრცელებული ინფორმაციით "წითლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 3-4 ფეხბურთელს შეელევიან. ამ მოთამაშეთა გვარები არ არის ცნობილი, მაგრამ უეჭველია, რომ ამ ფორმაციის გუნდში ყველაფერი წესრიგში ვერ დგას.
The Sun-ის ინფორმაციით მერსისაიდულ გუნდს არც ისე დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის ინფრასტრუქტურის შეცვლამ დიდი თანხები წაიღო, ამიტომ ხელმძღვანელობა შეეცდება გაყიდული ფეხბურთელებით მიღებული თანხის გამოყენებას მომავალი გეგმებისთვის. ამავე წყაროზე დაყრდნობით ინგლისელთა მთავარი მიზანი ამ ზაფხულს, მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის გადაბირება იქნება. ამ ტრანსფერის განხორციელება წარმოუდგენლად რთულია, რადგან პიპიტა "ბლანკოსის" მთავარ დამრტყმელ ძალად უკვე რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა, თუმცა არის მეორე ვარიანტიც, თუკი სამეფო კლუბმა კუნ აგუეროს შეძენა შეძლო, მაშინ "ლივერპულელებს" მწვანე შუქი აენთებათ და უფრო იოლად შეძლებენ გონსალოს ყიდვას.
ამასთან ერთად ცნობილია, რომ იგუაინს არ სურს სამეფო კლუბის რიგების დატოვება და მისი აზრით არც ხელმძღვანელობაა არგენტინელის მუშაობით უკმაყოფილო. თანხა, რომელსაც ლივერპული პიპიტას სანაცვლოდ გაიღებს უცნობია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, პატარა თანხის სანაცვლოდ "ბლანკოსი" საკუთარ მეგოლეს არ დათმობს.
- 27 მაი 2011
- 2 274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.