სერხიო რამოსი მზადაა
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი, სერხიო რამოსი როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და მზად არის სათამაშოდ. კრისტოფ მეტცელდერსა და ხაბი ალონსს ტამვები არ მოუშუშდათ, ამიტომ ისინი ვერ დაეხმარებიან გუნდს. გარაი თამაშს ძირითადში დაიწყებს. ხოლო პორტუგალიელი პეპე როგორც მოგეხსენებათ დისკვალიფიცირებულია და კიდევ ორ მატჩს ვერ ითამაშებს. გუნდს ვერ დაეხმარება აგრეთვე რაფაელ ვან დერ ვაარტი რომელიც სამეფო კლუბის მთავარმა მწვთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.
მეკარეები: იკერ კასილასი, ერჟი დუდეკი.
მცველები: არბელოა, სერხიო რამოსი, ალბიოლი, გარაი და მარსელო.
ნახევარმცველები: გაგო, დიარა, დრენტე, კაკა, ლასი, გუტი და გრანერო.
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო, რაული, ბენზემა, იგუაინი და ვან ნისტელროი.
სტატიის ავტორი: EL Gio
- 19 სექტემბერი 2009
- 1 594
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.