შესაძლოა გუნდი ლასანამ, დრენტემ და იგუაინმა დატოვონ
როგორც ესპანური გამოცემა defensacentral.com გვაცნობებს, რომ ზიდანის მოსვლის შემდეგ გუნდში ცვლილებები იქნება...
ტურინის "იუვენტუსი" უკვე დიდი ხანია როისტონ დრენტეთი და ლასანა დიარათი ინტერესდება.
ლასი უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს, რადგან "რეალში" მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს. იუვე კი მას მეტ სათამაშო დროს ჰპირდება. ადვილი შესაძლებელია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა იტალიაში განაგრძოს...
როისტონ დრენტე კი მადრიდელებმა "ჰერკულესში" გაანათხოვრეს. ჰოლანდიელ შავ კანიან ფეხბურთელს ალიკანტეში უნდა დაემტკიცებინა, რომ ის "რეალში" თამაშის ღირსია. თუმცა მან ეს ვერ შეძლო. დრენტემ "ჰერკულესში" ძირითად შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში იშვიათად ითამაშა, და არც თუ ისე კარგად. ასევე ადვილი შესაძლებელია ჰოლანდიელმა კარიერა იტალიის "იუვენტუსში" განაგრძოს.
შემდეგი კი გონსალო იგუაინია. გუნდში ბევრმა ფორვარდმა მოიყარა თავი. ესპანურ ჟურნალებში კი წერენ, რომ ზიდანი გონსალოსაც დაითხოვს გუნდიდან. ამას ისიც ემატება, რომ კუნ აგუეროს ცალი ფეხი "რეალში" აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლოა გუნდი არგენტინელმა ფორვარდმაც დატოვოს.
- 27 მაი 2011
- 2 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.